გლობალური პერსპექტივა 13

ამერიკის სკოლებში ჩადენილი დანაშაულები

გლობალური პერსპექტივა 13

გლობალური პერსპექტივა 13.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ამერიკის სკოლებში ჩადენილი  დანაშაულები

 

თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ამ დღეებში, ამერიკის მრავალ ქალაქებში  მსვლელობები იმართება, რომლებმაც შესაძლოა მთელი მსოფლიო მოიცვას. „ჩვენი ცხოვრებისთვის იარე“ ლოზუნგით გამართული მსვლელობა გასულ შაბათს ვაშინგტონში გაიმართა, რომელშიც 500 ათასი ადამიანი იყო ჩართული და მათ შორის უმრავლესობა ახალგაზრდები.  აქციის მონაწილეებს შორი ერთ-ერთ სკოლამდელ ბავშვს ასეთი წარწერის პლაკატი ჰქონდა, „მე სკოლაში  ფისტაშკას ნაყენიც კი ვერ მიმაქვს, არა იარაღს“ რომელმაც დიდი ყურაღება მიიპყრო. 

სკოლებში ჩადენილი დანაშაულები

აშშ-ში სკოლებში ჩადენილი დანაშაულების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბავშვები, მშობლები და ყველა გონიერი ადამიანები ამ ყველაფერს აპროტესტებენ და შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვენ რა, სწორედ ამ მიზნით იმართება საპროტესტო აქციები. ბოლოს ფლორიდის შტატში მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ერთ-ერთ სკოლაში 17 ბავშვი/მოსწავლე მოკლეს. ასევე წინა წლებიდან 2007-ში 32,  2012-ში 26,  მოსწავლე მოკლეს.

ამერიკაში ყოველწლიურად ათასობით ბავშვს იარაღით კლავენ. ეს მონაცემები ზოგიერთის აზრით დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით  ბევრად  მეტია.

ზოგადად ჩადენილი დანაშაულები

აშშ-ს სკოლებში მომხდარი მკვლელობები მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხდარი მკვლელობების ერთ ნაწილად შეიძლება აღვიქვათ. იარაღით განხორციელებული მკვლელობები ოთხ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: შეიარაღებული თავდასხმები და კონფლიქტები, შეიარაღებული შემთხვევები, თვითმკვლელობა, მასობრივი თავდასხმები.  ამჟამად, აშშ-ში ყოველდღიურად 92 ადამიანი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იღუპება. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული კი ამერიკაში 1,5 მილიონი ადამიანი იარაღით იქნა მოკლული.  მასობრივი მკვლელობა დიდწილად იხსნება იმით, რომ ამერიკულ საზოგადოებაში  იარაღი ფართოდაა  გავრცელებული. ამერიკის მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 4,4%-ს შეადგენს მაგრამ, ინდივიდუალური შეიარაღების  თვალსაზრისით 42%-ს. მსოფლიოს მასშტაბით მასობრივი გამანადგურებელი იარაღების 31%-ს მხოლოდ ამერიკა ფლობს. ინდივიდუალური შეიარაღების თვალსაზრისით ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზე იემენი გახლავთ.

ზოგადი დანაშაულის რაოდენობა

აშშ-ში ზოგადი დანაშაულების რაოდენობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საგრძნობლად მაღალია. ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) მონაცემებით, 2016 წელს,  აშშ-ში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 მილიონ 195 ათას 704 ძალადობის შემცველი დანაშაული იქნა ჩადენილი, რის შედეგადაც 15 ათას 696 ადამიანი იქნა მოკლული. ამ დანაშაულებიდან 71,5%-ი ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელდა. ამავე მონაცემებით,  2016 წელში პოლიციელების მიერ 1152 ადამიანი იქნა მოკლული. მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი გაუპატიურების შემთხვევა ისევე აშშ-ში ფიქსირდება.  სექსუალური ძალადობის მსხვერპლთაგან 62%-ი 18 წლისაა, ხოლო 29%-ი 11 წლის ასაკის  ქვემოთ.

დანაშაულებები თავისუფლების წინააღმდეგ?

შეიძლება მედიაში არ ვრცელდება, მაგრამ,  დანაშაულის რაოდენობა ამერიკაში მართლაც და სავალალოა. მაგრამ, ჩვენ თემიდან გამომდინარე  სკოლებში მომხდარ დანაშაულებზე გავაგრძელოთ საუბარი.

ამერიკაში როდესაც  სკოლებში ან კიდევ ზოგადად დანაშაულების შესახებ საუბრები მიმდინარეობს, ძირითადად საკონსტიტუციო უფლებებით იარაღის ტარების თავისუფლების საკითხებზე მახვილდება ყურადღება.  კანონმდებლობა  იარაღის ტარების თავისუფლებას ყველა ამერიკელს აძლევს.  ამერიკა არის ძალიან ფართო ტეროტორია. მათი ისტორია როგორც ინდიელებთან ასევე შიდა დაპირისპირებებითაც საკმაოდ ცნობილია.  ამიტომ,  ასეთ ქვეყანაში იარაღის ტარების თავისუფლების შესახებ კამათი მართლაც და გასაგებია.  კამათს მრავალი მიზეზი გააჩნია. ვინაიდან ქვეყანაში სადაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღით კლავენ, მისი მხოლოდ საკონსტიტუციო უფლებებზე დატოვება მიუღებელია. ამასთან ერად აშშ-ს პრეზიდენტ, ტრამპის მიერ გაკეთებული მოწოდებების მსგავს უცნაურ შეთავაზებებსაც ვხვდებით:  მაგალითად,  მასწავლებლების  შეიარაღება. მაშინ როდესაც ყოველწლიურად ათასობით მოსწავლეს კლავენ, მასწავლებლების შეიარაღებით, ამ პრობლემის მოგვარება როგორ მოხდება, მართლაც და საკითხავია. მოსწავლეების მიერე სკოლებში შეიარაღებული თავდასხმების აღსაკვეთად მასწავლებლებს უფრო ეფექტიანი იარაღები უნდ გადაეცეს?

რა უნდა გაკეთდეს?

როგორც,  ესპანელი მწერალი,  ორტეგა-ი გასეტ-ი ამბობს,  მატერიალური ცივილიზაცია მწვავე პრობლემაა. ნებისმიერი სახის განვითარებას  პრობლემებიც მოჰყვება. სკოლებში და ზოგადად ჩადენილი დანაშაულების განხილვა, თავისუფლება ან კიდევ იარაღის ტარების თავისუფლების საკითხები დღის წესრიგიდან ძირითადად უნდა ამოიღო. საკითხი ამით არ მთავრდება და მას სხვა ფაქტორებიც გააჩნია. ზოგიერთი მკვლელების მიერ ჩადენილი მკვლელობის ანალიზები ღიად ხდება. ამ თვალსაზრისით სხვაგვარი ანალიზებიცაა საჭირო. ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკელი მწერლის,  ადამ ლანკფორდის გამონათქვამი მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მასობრივი დანაშაულების მიზეზი ამერიკაში, არსებული იარაღის ტარების კულტურა და მოსწავლეების ყველაფრის უფლების ქონის იდეოლოგიით აღზრდა გახლავთ.  აშშ-ში განხორციელებული მასიური დანაშაულები  სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური, პათოლოგიური, საგანმანათლებლო და კულტურული თვალსაზრისითაც უნდა იქნეს განხილული. ვიმედოვნებ, რომ ამერიკაში დაწყებული მსვლელობები შედეგს გამოიღებს, რადგან ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე ძვირფასია    წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები