ისტორიული გადაწყვეტილება საუდის არაბეთში

ტახტის მემკვიდრე პრინცმა განაცხადა, რომ თუ ქალები „ღირსეულად და სათანადოდ“ ჩაიცვამენ “ბურკის ტარება“ სავალდებულო აღარ იქნება

ისტორიული გადაწყვეტილება საუდის არაბეთში

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქალები „ღირსეულად და სათანადოდ“ ჩაიცვამენ “ბურკის ტარება“ სავალდებულო აღარ იქნება.

ტახტის მემკვიდრე პრინცმა არხ CBS-სისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: „შარიათის კანონები ნათელია, ქალებმა ისევე როგოც კაცებმა „ღირსეულად“ უნდა ჩაიცვან. ეს არ არის სავალდებულო იყოს შავი ბურკა.“

სალმანმა ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა ადრე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „ზომიერ ისლამზე“ გადავა.



მსგავსი ინფორმაციები