დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

არჩევნებში 8 კანდიდატურა იბრძვის

დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრა რუსეთის ყველა რეგიონში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ვლადიმერ პუტინი, რომელსაც მეოთხედ უნდა გაპრეზიდენტება, 7 კანდიდატს ებრძვის. ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით პუტინმა შესაძლოა არჩევნებში ხმების 65%-ი მიიღოს. პუტინის მომხრეები მის გამარჯვებაში დარწმუნებული არიან, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობის დაბალი დონისგან შიშობენ. ოპოზიციის ლიდერმა  ალექსეი ნავალნიმ, მის მიმართ წაყენებული კორუფციული ბრალდების გამო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გახლავთ ცნობილი ჟურნალისტი, ქსენია სობჩაკიც, რომელიც პუტინის ყველაზე ახლო მეგობრის ქალიშვილია. პუტინი ადრე ორჯერ პრემიერმინისტრი სამჯერ პრეზიდენტი გახლდათ რა, მან  2000, 2004 და 2012 წელს ჩატარებულ არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა. რუსეთის ტერიტორიაზე პირველი საარჩევნო უბნები შორეულ აღმოსავლეთში კამჩატკის და ჩუკოტას  რეგიონებში გაიხსნა. არჩევნებში თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე ტური 8 აპრილს გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები