სტოლტენბერგი მხარს უჭერს აფრინის ოპერაციას

“თურქეთს აქვს საზღვრების და მოსახლეობის დაცვის უფლება“

სტოლტენბერგი მხარს უჭერს აფრინის ოპერაციას

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქულ საინფორმაციო სააგენტო Anadolu Ajansı-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და შეფასება მისცა რა ანკარის მხრიდან სირიის აფრინის რეგიონში წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლას, განაცხადა, რომ ნატოს წევრ თურქეთს თავისი საზღვრების და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის უფლება აქვს და აქედან გამომდინარე მხარს უჭერენ მის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა გზებით, სხვადასხვა სახის დახმარებებსაც უჩენენ მას.

"ჩვენ მოკავშირე თურქეთს ვთავაზობთ უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს, მის ტერიტორიაზე ნატოს გარკვეული ძალებიც არიან განლაგებულნი, ჩვენი ადრეული და სათვალთვალო თვითმფრინავები (AWACS) მუდმივად დაფრინავენ თურქეთის საჰაერო სივრცეებში და უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას, გარდა ამისა, თურქეთში განვალაგეთ საჰაერო თავდაცვის ბატარეა, პატრიოტის ტიპის რაკეტები და ესპანურ-იტალიური წარმოების Sampler-ის ბატარეაც“ განაცხადა სტოლტენბერგმა და იქვე ანკარას მადლობა გამოუცხადა ნატოს აქტიური მხარდაჭერისათვისაც და ნატოს სამხრეთი ტერიტორიების დაცვისათვისაც.

იგი შეეხო თურქეთის მიერ რუსეთიდან S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვის თემასაც და თქვა, რომ ნატოს ყველა წევრს აქვს სამხედრო ინვესტიციების განხორციელების და ეს არის მათი ეროვნული გადაწყვეტილება



მსგავსი ინფორმაციები