სლოვაკეთში ჟურნალისტების მკვლელობამ არეულობა გამოიწვია

უკვე 2 მინისტრი გადადგა

სლოვაკეთში ჟურნალისტების მკვლელობამ არეულობა გამოიწვია

 

სლოვაკეთში ჟურნალისტების მკვლელობამ კიდევ ერთი მინისტრი შეიწირა. ცნობილი ჟურნალისტების, იან კუჩიაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობამ ჯერ ამ ქვეყნის კულტურის მინისტრის მარეკ მადარიჩის, ხოლო დღეს კი ვიცეპრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის რობერტ კალინაკის გადადგომა გამოიწვია.

კალინაკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით  ორივე თანამდებობას სტოვებს.

სლოვაკეთში 25 თებერვალს ჟურნალისტ კუჩიკისა და მისი მეგობარი ქალის დაღუპვის შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ დიდი საპროტესტო აქციები ტარდება მრავალ ქალაქში, განსაკუთრებით დედაქალაქ ბრატისლავაში.

ამ რეაქციების საპასუხოდ მთავრობამ გამოაცხადა, რომ 1 მილიონი ევროს ჯილდო გადაეცემათ იმ პირებს, რომელთა ინფორმაციაც ხელს შეუწყობს ჟურნალისტების მკვლელობის გახსნას



მსგავსი ინფორმაციები