ამერიკის სტრატეგიული შეცდომა

ამერიკის სტრატეგიული შეცდომა

ამერიკის სტრატეგიული შეცდომა

ამერიკის სტრატეგიული შეცდომა

ედემ მაკონელი

ორი კვირის წინ ამერიკელი უფლებამოსილებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი თურქ პოლიტიკოსებთან შესახვედრად ანკარაში ჩამოვიდა. მხარეების შეხვედრებზე დიდი ყურადღებით კონცენტრაციის მიუხედავად, ერთადერთი კონკრეტული შედეგი, რასაც მიაღწიეს, მომდევნო თვისთვის გადაწყვეტილი მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის მექანიზმის შექმნაა.   

ამ ერთადერთი ფაქტის გარდა სხვა საკითხები ბოლო ოთხი წლის მანძილზე როგორც მიდიოდა, ისევ ისე გრძელდება. თურქი უფლებამოსილები აშშ-ს PYD/PKK-სთან თანამშრომლობას ყოველ დღე აკრიტიკებენ, ამერიკელი უფლებამოსილები კი ასეთივე სიხშირით მათივე ქვეყნის ორგანიზაციების მიერაც კი „ტერორისტების“ კატეგორიაში შეყვანილ ორგანიზაციასთან ურთიერთობის სხვაგვარად წარმოჩენას ან პასუხის გაცემაზე თავის არიდებით საკითხის შეცვლას ცდილობს.

სხვა ამერიკელი უფლებამოსილები და CIA-ც კი აღიარებს, რომ PYD, PKK-ს განშტოებაა. თუმცა თურქი უფლებამოსილების მიერ ამერიკის PYD/PKK-ს ალიანსის კრიტიკის დროს ამერიკელი პრესსპიკერები ან სხვა უფლებამოსილები შოკირებულის ან გაბრაზებულის როლს ასრულებენ. აშკარად მცდარი მიმართულების პოლიტიკიდან გამოწვეულ შედეგებში თურქულ პრესას ან „ჩხირის კაცუნებს“ ადანაშაულებენ.  

PYD/PKK საფრთხეს უქმნის თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ-ს მიერ PYD/PKK-სთან თანამშრომლობის და სამუშაო და სამხედრო ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილება, 2014 წლის ბოლოს დაიწყო. ამ გადაწყვეტილების მიღება დეაშ-ის თურქეთის საზღვარზე ჩრდილოეთ სირიის აღმოსავლეთ რეგიონ როჟავაზე განხორციელებული თავდასხმის დროს მოხდა. თურქეთის მთავრობამ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონალური ხელისუფლების შეიარაღებულ პირებს როჟავაში შესასვლელად თურქეთზე გავლის უფლებაც კი მისცა.  

ის, რაც ობამას ხელისუფლების უფლებამოსილებმა ვერ გაიგეს, PYD/PKK-სთან ურთიერთობის დამყარების მიერ, თურქეთ-ამერიკის ალიანსის ერთ-ერთი მთავარი საყრდენისათვის ძირის გამოთხრა იყო რა, თუ ამ ნამდვილი ხედვით გადავხედავთ 30-ზე მეტი წლის ასაკის და რომანისტიკით გატაცებულის (ბენ როდესი) პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკის საკითხებში მთავარ მრჩევლად დანიშვნაც სწორედ ამას მოიტანდა.    

ამ ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი კი, როგორც თურქეთის ზოგიერთი პოლიტმეცნიერი უწოდებს - „საზღვრის მიღმა დამბალანსებელი“-ს ტრადიციული საჭიროებაა. მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული ჯერ ოსმალეთის შემდეგ კი თურქეთის რესპუბლიკის უფლებამოსილთათვის შეშფოთების მთავარი წყარო იყო ოსმალეთის ან თურქეთის სუვერენიტეტის პირდაპირი საფრთხეების წინააღმდეგ „ტალღის გადამტეხის“ შექმნა და მისთვის საფრთხის არ შემქმნელ სუპერ ძალასთან მოკავშირეობა.    

თურქეთმა ბოლოს ასეთი მოკავშირე მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ს სახით იპოვა. ამერიკელი უფლებამოსილები კი თურქეთთან ალიანსის დამყარების საკითხში 1946 წლამდე ვერ დარწმუნდნენ. საბჭოთა კავშირთან მოსაზღვრე თურქეთი აშშ-სთვის „წინა ფრონტის მოკავშირე“  გახდებოდა და ამ კუთხით აშშ თურქეთის მოშლილ არმიას აღადგენდა და მოდერნიზაციას გაუკეთებდა. ცივი ომის პერიოდში თურქეთში დიდი რაოდენობით ამერიკელი სამხედროს და უფლებამოსილის  ყოფნის მიუხედავად საბჭოთა კავშირის მირ შესაქმნელი უფრო დიდი საფრთხისა და აშშ-სა და მათ შორის ურთიერთ ინტერესების სიაშკარავემ თურქეთის შეშფოთება შეამცირა.

ეს ვითარება ცივი ომის დამთავრების შემდეგაც არ შეცვლილა. მცირე დროით დასუსტების მიუხედავად, ისევე როგორც წინა სამმა საუკუნემაც აჩვენა, რუსეთი თურქეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გრძელ ვადიან საფრთხედ მაინც დარჩებოდა. და თურქეთში არსებულმა ბაზებმა და სამხედრო შესაძლებლობებმა სასიცოცხლო მნიშვნელობა შეინარჩუნა.   

2014 წელი გარდატეხის მომენტი გახლდათ

2014 წლის ბოლოდან დღემდე მდგომარეობა შეიცვალა.  განსაკუთრებით მოსკოვის (ობამას ადმინისტრაციის უმოქმედობის გამო) სირიაში ომის მუქარის გამო ეჭვი არ არსებობს, რომ რუსული საფრთხე გრძელდება. მაგრამ ობამას ადმინისტრაციის მიერ ტერ ორგანიზაცია PYD/PKK-ს მხარდაჭერა პირდაპირ თურქეთის სუვერენიტეტზე იყო მიმართული. ანუ, ობამას ადმინისტრაციამ თურქეთის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო ქმედებას დაუჭირა მხარი.

მოვლენებს თურქეთის თვალით თუ შევხედავთ, აშშ-ს მხრიდან PYD/PKK-ს მხარდაჭერა, ანკარა ვაშინგტონს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. აშშ-ს მხრიდან ასეთი არასწორი ნაბიჯის გადადგმის ვარაუდი შეიძლება ითქვას, რომ ისტორიკოსების განსახილველი თემაა. მაგრამ, ჩვენც შეგვიძლია ჩვენი მოსაზრება გამოვთქვათ:  აშშ-ს მხრიდან ასეთი არასწორი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება ითქვას, რომ არასწორი პოლიტიკური ხედვიდან და რეგიონში მისი პარტნიორი ქვეყნების (თურქეთი) უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არასასურველმა  მიდგომამ გამოიწვია. 

გიულენი თურქეთის სუვერენიტეტისთვისაც საფრთხეა

რაოდენ სამწუხაროა, რომ აშშ-ის არაშორსმჭვრეტელური თანამშრომლობა მხოლოდ PKK-ს საკითხით არ შემოიფარგლება. 2013 წლის დეკემბრის თვიდან თურქეთის შიდა პოლიტიკაში რაციონალური და ნეიტრალური თვალით ჩახედულები დარწმუნდნენ, რომ ფეთულა გიულენი თურქეთის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ეს ყველაფერი ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს 2016 წლის 15 ივლისს განხორციელებული არშემდგარი გადატრიალების მცდელობითაც დამტკიცდა. მეორეს მხრივ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ გიულენის ორგანიზაცია, თურქი ხალხის და თურქეთის დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის წინააღმდეგ ძალადობის  და შანტაჟის მომცველი გახლავთ. ყველამ კარგად იცის, რომ გიულენი 1999 წლიდან მოყოლებული აშშ-ში ცხოვრობს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ს მხრიდან PYD/PKK-ს მიმართ მხარდაჭერა ისეთივე საფრთხეა, როგორც  გიულენის მათ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მიცემა. მიუხედავად მრავალი მტკიცებულებისა, აშშ გიულენის თურქეთში ექსტრადაციას არ ახდენს.   

ამ საკითხის ლოგიკურად განხილვის კიდევ ერთი მხარე არსებობს. რადგან აშშ, თურქეთის სუვერენიტეტის საფრთხის შემცველ სტრუქტურების მხარდაჭერას ახორციელებს, მაშინ, თურქეთში მათი სამხედროების არსებობის  პოტენციურ საფრთხედ განხილვის დრო არ მოვიდა? პირადად მე მინდა ვთქვა, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ მე არ გახლავართ ის პოლიტიკოსი, რომელიც პასუხისმგებელია იმ რეგიონის მოსახლეობისა, ვისგანაც არჩევნებში ხმას ელის. როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო სტრუქტურაში, აშშ-ს მხრიდან  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთში სამხედრო პოტენციალით არსებობა სერიოზულ კითხვებს ბადებს.

ამ უკანასკნელ მოვლენებს და შესაძლო სამომავლო სცენარებს თურქეთის მმართველების თვალით თუ გადავხედავთ, ლოგიკური იქნება ის აზრი, რომ თურქეთში განთავსებული აშშ-ს ძალები ქვეყნის სუვერენიტეტისათვის საფრთხეს წარმოადგენენ. ასევე წინა 70 წლის განმავლობაში დაფუძნებული აზრი, რომ აშშ-ს ძალები თურქეთში ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად იმყოფებიან, შეიცვალა. საზოგადოების ამ აზრამდე მისვლა კი გარკვეული მოვლენები და ლოგიკაა. ასევე ამ ყველაფერმა ამერიკისადმი თურქი პოლიტიკოსები და ხალხი  უფრო კრიტიკული გახადა. 

ცვალებადი სტრატეგიის პერსპექტივა

აშშ-ი, თუ PYD/PKK-სთან და ფეთულა გიულენთან ერთად უშუალო საფრთხეს შეუქმნის თურქეთის სუვერენიტეტს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ თურქეთის მიერ 75 წლის წინ მოპოვებული, ე.წ. "საზღვრის მიღმა დამბალანსებელი" აღარ არსებობს. ამის ნაცვლად კი აშშ-ი, ინგლისთან, საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შექმნილ, ე.წ. "პირდაპირი საფრთხის" კატეგორიაში შეაბიჯებს. აი ეს მოთამაშეები ხსენებულ პერიოდში ოსმალეთის იმპერიისგან ტერიტორიების მიტაცებით იყვნენ დაკავებული.

მართლაცდა, თუ აშშ-ი დღეს დახმარებას უჩენს თურქეთში მოქმედ შეიარაღებული მილიტანების ჯგუფს, რომელსაც სურს თურქეთის რესპუბლიკისგან ტერიტორიის მიტაცება, თანაც ძალის გამოყენებით ან სამხედრო გადატრიალებით და ასეთ ორგანიზაციებს მფარველობს, მაშინ, ამერიკელი უფლებამოსილები თურქების თვალში ისეთივე იქნებიან, როგორიც მე-19 საუკუნის ინგლისი, საფრანგეთი ან რუსეთი. ამიტომ, თურქი პოლიტიკოსები, რომლებიც თავიანთი მოქალაქეების მიერ დემოკრატიული გზებით იქნენ არჩეულნი, შეეცდებიან ან სხვა "საზღვრის მიღმა დამაბალანსებლის" ძებნას, ანდა შეეცდებიან ყველა საკითხი თავიანთი ხელით მოაგვარონ.

ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც თურქეთის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში სამამულე იარაღების სერიოზული წარმოება, რითაც ფაქტიურად თავის მოთხოვნილებას დიდწილად აკმაყოფილებს.  გასულ კვირას კი, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ სირიის აფრინის რეგიონში PKK/PYD-ს წინააღმდეგ წარმოებული ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებში, მძღოლის გარეშე მოძრავი, ე.ი. შორიდან მართული სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებები და უპილოტო საფრენი აპარატები იქნა გამოყენებული.

მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ოსმალეთის იმპერია და თურქეთის რესპუბლიკა გარე ძალებზე მარტო იარაღით კი არ იყო დამოკიდებული, არამედ ოფიცრების მომზადებითაც. მაგრამ, თურქეთმა ამ ბოლო რამდენიმე ათწლეულში ოფიცრების მომზადების მხრივაც დიდი და გარკვეული დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგა რა, თურქეთის არმია ნატოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერს წარმოადგენს. ასე რომ, თურქების დამოკიდებულება უცხო იარაღზე, ტექნოლოგიასა და ტაქტიკაზე სწრაფად მცირდება

უფრო მეტიც, თურქეთის სამხედრო დამგეგმავებმა და ოფიცრებმა კონტრ-პარტიზანულ ომებში და საქალაქო ოპერაციებშიც ისეთი უნარ-ჩვევები შეიმუშავეს, რომლებიც არ ახასიათებთ ამერიკელ ჯარისკაცებს და ამიტომ ასეთი ოპერაციების დროს ძალიან ნაკლები სამოქალაქო პირი იღუპება. სამხედრო ოპერაციების დასრულების კვალდაკვალ გათავისუფლებულ ტერიტორიაზე სწრაფად შესული თურქი სამედიცინო პერსონალი და ჰუმანიტარული ეკიპაჟები საჭირო დახმარებებს უჩენენ ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას. 

ამით იმის თქმა მინდა, რომ აშშ-ს ამჟამინდელმა და ძველმა ადმინისტრაციებმა ამ გზის არჩევით აიძულეს და დაეხმარნენ თურქ სამოქალაქო და სამხედრო უფლებამოსილებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა, თუ მათ სურთ თურქეთის მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების დარწმუნება, რომ  შეერთებული შტატები ჯერ კიდევ სანდოა და არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს თურქეთის სუვერენიტეტს, უნდა მიიღონ განსხვავებული გადაწყვეტილებები და ქმედებები.

თარგმნა: ომერ ჩოლაქოღლუ


საკვანძო სიტყვები: აშშ , თურქეთი , ამერიკა

მსგავსი ინფორმაციები