ავღანეთი კვლავ ტერაქტებმა შეძრა

დაიღუპა 18 ჯარისკაცი

917291
ავღანეთი კვლავ ტერაქტებმა შეძრა

 

ავღანეთი ზედიზედ განხორციელებულმა ოთხმა ტერაქტმა შეძრა და მათგან სამი თვითმკვლელური იყო.

ამ ტერაქტებს მთლიანობაში 23 ადამიანი შეეწირა და მათგან 18 ჯარისკაცია.

ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

პირველი თავდასხმა ფარაჰის პროვინციის დასავლეთში მდებარე სამხედრო-საკონტროლო პუნქტზე განხორციელდა, სადაც 18 ჯარისკაცი დაიღუპა და წარმოქმნილ შეტაკებაში ლიკვიდირებულ იქნა 2 თალიბანი.

ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის მხრიდან დედაქალაქ ქაბულის მე-9 პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებული იერიშის დროს კი 2 კაცი დაიღუპა, 7 დაიჭრა და მათგან ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ თალიბანებზე და ავღანეთის სხვა რადიკალისტურ დაჯგუფებებზე ოპერაციებს გაახშირებენ, ქვეყანაში ტერაქტების და თავდასხმების არნახული ზრდა გამოიწვია



მსგავსი ინფორმაციები