თურქეთმა მწვავედ დაგმო ჰოლანდიის პარლამენტის დადგენილება

“სრებრენიცას გენოციდზე თვალის დამხუჭავ ქვეყანას ამის უფლება არ აქვს“

916426
თურქეთმა მწვავედ დაგმო ჰოლანდიის პარლამენტის დადგენილება

 

ანკარამ მკაცრად დაგმო ჰოლანდიის წარმომადგენელთა პალატის მიერ  1915 წლის მოვლენების "გენოციდად" ამღიარებელი დადგენილების მიღება.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია:  “ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ "ჰოლანდიის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან 1915 წლის მოვლენების გენოციდად ამღიარებელი რეზოლუციის მიღებას. სწორედ ჰოლანდიელმა ჯარიკაცებმა დაუხუჭეს თვალი არც თუ ისე შორეულში, კონკრეტულად კი 1995 წელს, ევროპის შუაგულში მომხდარ სრებრენიცას გენოციდს, რომელიც თვით გაეროს მიერაა ოფიციალურად აღიარებული და იმავე ჰოლანდიის წარმომადგენელთა პალატას ეს გენოციდი ჯერაც არ უღიარებია, ამიტომაც მათ მიერ უსაფუძვლო და სიმართლეს მოკლებული 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარება არც ისტორიულ სინამდვილეს შეეფერება და აც სამართალს. აქედან გამომდინარე ჰოლანდიელების დადგენილებას არც იურიდიული გადამწყვეტ უნარიანობა გააჩნია და არც სანდოობა. 1915 წლის მოვლენების მიმართ თურქეთის დამოკიდებულება ისტორიულ ფაქტებსა და სამართლებრივ ნორმებს ემყარება რა, ამ ჩვენს სიმართლეს ადასტურებს ევროპულ იურისპრუდენციაში დამკვიდრებული სამართალიც (გაგება) და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებაც“.

ამავე განცხადებით ჰოლანდიაში ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები და ხსენებულ დადგენილებას საარჩევნო მასალად გამოიყენებენ.

 ეს გადაწყვეტილება ასევე ეწინააღმდეგება ჰოლანდიის მთავრობის მიერ მიღებულ ოქმს, რომელშიც ნათქვამია, რომ “გენოციდის აღიარება, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, გაეროს მეცნიერული კვლევებსა და მის მკაფიო და კონკრეტულ შედეგებზე უნდა იყოს დაფუძნებული. იმის გამო, რომ ნიდერლანდების მთავრობა მოქმედებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციის შესაბამისად, ამიტომაც პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს და არც მხარს უჭერს“



მსგავსი ინფორმაციები