გლობალური პერსპექტივა 8

ევროპის კრიზისი

გლობალური პერსპექტივა 8

გლობალური პერსპექტივა 8.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ევროპის კრიზისი

თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ერთი წუთით დაფიქრდით, იმ ქვეყანაში სადაც თქვენ ცხოვრობთ ვთქვათ, რომ ხუთი ქრისტიანი ან  ებრაელი დაწვით მოკლეს. ამ ფაქტს მსოფლიოს მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვება?   საფრანგეთში 2017 წლის 2 ოქტომბერს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეციალურად გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი მუსლიმანი დაიღუპა, მათ შორის სამი წარმოშობით თურქი ბავშვი.  ან კიდევ თქვენს ქვეყანაში ეკლესიებზე ან სინაგოგებზე მასიური თავდასხმები რომ განხორციელდეს მსოფლიოს მხრიდან ამ ფაქტთან დაკავშირებით  გამოხმაურება როგორი იქნება? გერმანიაში 2015 წლის ბოლო მეოთხედში მეჩეთებზე 24-ჯერ განხორციელდა თავდასხმა.  არავინ ისურვებს მის ქვეყანაში მსგავსი ფაქტი მოხდეს. მაგრამ,  მსგავსი ფაქტების შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოება, განსხვავებული ცხოვრების მქონე ადამიანების მიმართ მუქარა და თავისუფლების საკითხი, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. მაგრამ ნუ ინერვიულებთ ეს მოვლენები ევროპის ქვეყნებში ხდება და არა თქვენს ქვეყნებში. ამიტომაა, რომ მსოფლიოც ამ მოვლენებზე დიდ ყურადღებას არ ამახვილებს.

ევროპა, რომელიც აწარმოებს ღირებულებებს

ევროპა ცოტა ხნის წინა ასე არ იყო. განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა თანამშრომლობით, ურთიერთგაგებით და გაზიარების აქცენტებით გამოირჩეოდა. სწორედ ამ პოზიტიურმა პერსპექტივამ  ჩაუყარა ევროკავშირის შექმნას საფუძველი.  პოზიტიურმა  პერსპექტივამ, ადამიანის უფლებების, სოციალ-ეკონომიკური თავისუფლების, დემოკრატიის და სხვა ღირებულებების ჩამოყალიბებამ შეუწყო ასევე  ევროკავშირის შექმნას საფუძველი. დღეისათვის კი შეიძლება ითქვას, რომ ეს ღირებულებები თანდათან ქრება. ჯორჯ ფრიდმენის,   „ევროპული კრიზისი“ სახელწოდების ნაშრომში, სადაც იგი წერს, რომ 1945-1991 წლებში ევროკავშირის წარმატება,  აშშ-ს და რუსეთის ევროკავშირის მიმართ ხედვიდან გამომდინარეობსო მაგრამ, მე ასე არ ვფიქრობ. ჩემის აზრით ევროპის წარმატება, მისი მწარე გამოცდილებებიდან და პიროვნულად, რეგიონისათვის პოზიტიური პოლიტიკის გავრცელებით მოხდა. 

საკუთარ თავში ჩაკეტილი, შიშისადმი დამორჩილებული, მუქარის შემცველი ევროპა

სამწუხაროდ ამჟამად ის ადრინდელი ევროპა აღარ არის. დღეისათვის ევროპაში ყოველდღიურად იზრდება უცხოელების და  მიგრანტების მიმართ ზიზღი. ფაშისტური და ნაცისტური პარტიები ძლიერდებიან. რასისტული პოლიტიკის მქონე პარტიები მთავრობის მმართველობაში მნიშვნელოვან როლს იღებენ. გონიერი ლიდერების რიცხვი იკლებს. განსხვავებული ცხოვრებით მცხოვრებლებზე და  მათ სამლოცველოებზე  თავდასხმები ძალიან გახშირდა. კვლევების შედეგად მტკიცდება, რომ მიგრანტების მიმართ ევროკავშირში ზიზღი ყოველდღიურად იზრდება. პოლიტიკური პარტიები მთავრობაში მოსვლის ხერხად დადებითის ნაცვლად უარყოფით, მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლებით ცდილობენ. როგორც ავსტრიის შემთხვევაში „ნულოვანი მიგრანტები“-ს მოწოდებით ერთი რომელიმე პარტია მთავრობის სათავეში მოვიდა. ჩემის აზრით ავსტრია თურქეთთან შედარებით მიგრანტების საკითში 1%-იანი საშიშროებაც არ განიცდის. ამით შეიძლება გავიგოთ ევროპაში თუ მიგრანტების მიმართ შიში რაოდენ ძლიერად არის გავრცელებული. თურქეთი ამჟამადა,  3,5 მილიონ მიგრანტს იფარავს.

რაციონალობის დაკარგვა

ქვეყნები დროთა განმავლობაში მსგავს კრიზისებს განიცდიან. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო ინსტიტუტები და გონიერი  ლიდერები სწორი  პოლიტიკის შემუშავებით  კრიზისის გაღრმავებას შეაჩერებენ, ან კიდევ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანენ. მაგრამ მიგრანტების, მუსლიმანების და თურქების საწინააღმდეგო გამოსვლები აჩვენებს, რომ ევროკავშირში პრობლემები არსებობს. მათ,  საკუთარი თავის ნდობა აქვთ დაკარგული.

ევროპამ პრობლემები მიგრანტებს არ უნდა გადააყოლოს

ეს სინამდვილეში თვით ევროპის პრობლემაა. მიგრანტები, მუსლიმანები და თურქები უკვე დიდი ხანია ევროპაში ცხოვრობენ. მათი რიცხვი არც თუ ისე ბევრია და ადგილობრივების ცხოვრების სტილის შეცვლის უნარიც არ გააჩნიათ. მაშინ როდესაც ევროპა საერთო ღირებულებებზე ამახვილებდა ყურადღებას, ეს პრობლემები უფრო ადვილად მოგვარებადი იყო, მაგრამ, დღეისათვის ამ საკითხის მიმართ უფრო ხისტი არიან. ეს კი თვით მათი პრობლემაა. ევროპაში მსგავსი პრობლემები  მეორე მსოფლიო ომის წინაც შეიმჩნეოდა. იმ დროს ევროპამ საკუთარი პრობლემების გადასაფარად ებრაელთა პრობლემა წამოწია წინა პლანზე. ევროპამ  ებრაელების მიმართ განხორციელებული პოლიტიკით როგორც საკუთარი თავი, ასევე მსოფლიოც ცეცხლში გახვია რა, ბოლოს დამტკიცდა, რომ კრიზისი მიზეზი ებრაელები არ გახლდათ, მაგრამ,  ევროპის შეცდომის საფასური მთელმა მსოფლიომ გადაიხადა. დღეისათვის  ევროპა საკუთარი პრობლემის გადაფარვას მიგრანტების და მუსლიმანების პრობლემით ცდილობს. ევროკავშირი მიგრანტების და მუსლიმანების უფლებების და ცხოვრების სტილის შევიწროებას ცდილობს. მათ სამლოცველოებზე განხორციელებული თავდასხმების მიმართ თვალს ხუჭავს. ამიტომ, ევროპელმა ინტელიგენტებმა, მეცნიერებმა და სახელმწიფო მოხელეებმა უნდა განიხილონ ის არასწორი პოლიტიკა,   რაც წარსულში გაიარეს  რათა, მსგავს შეცდომაში აღარ აღმოჩნდნენ.   შეუძლია თუ არა ევროპას ამ კრიზისიდან გამოსვლა? ამისათვის ევროპამ მუსლიმანების, მიგრანტების ან კიდევ თურქების  ცხოვრებით კი არ უნდა დაინტერესდეს, არამედ მათ ნამდვილ კრიზისებს უნდა აღუდგეს.   წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.

 



მსგავსი ინფორმაციები