ისრაელმა ღაზის სექტორი დაბომბა

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რეფაჰიში სასოფლო სამეურნეო ტერიტორიები დაბომბეს

ისრაელმა ღაზის სექტორი დაბომბა

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რეფაჰიში სასოფლო სამეურნეო ტერიტორიები დაბომბეს.

პალესტინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ნაჰდას რეგიონში მდებარე ტერიტორიას 10 რაკეტა ესროლეს და თავდასხმას მსხვერპლი არ მოყოლია.

ისრაელის არმიაში გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, საჰაერო ოპერაციის დროს ჰამასის გვირაბები დაიბომბა.  

გაზეთ „იედიოტ აჰრონოტ“-ში ისრაელის არმიის წერილობით განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ღაზიდან ნასროლი რაკეტა ქვეყნის სამხრეთში მდებარე შაარ ნანგევის ებრაულ დასახლებაში ჩამოვარდა და მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რაზის შეიარაღებული დაჯგუფებებიდან მომხდარზე პასუხიმგებლობა არავის აუღია.


საკვანძო სიტყვები: ღაზის სექტორი , ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები