პენტაგონის შეფმა პროთურქული განცხადება გაავრცელა

“აშშ-ი რეგიონის კრიტიკულ საკითხებში აქტიურად ითანამშრომლობს ანკარასთან“

პენტაგონის შეფმა პროთურქული განცხადება გაავრცელა

 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მატისის განცხადებით, სირიაში, ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ისგან გათავისუფლებული ტერიტორიების ადგილობრივი მოსახლეობისათვის გადაცემის საკითხში თურქეთთან თანამოაზრენი არიან. მატისმა, ევროპული მოგზაურობიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში უპასუხა რა ჟურნალისტების კითხვებს, ხაზი გაუსვა, რომ რეგიონის კრიტიკულ საკითხებში ამიერიდან აქტიურად ითანამშრომლობენ ანკარასთან. პენტაგონის შეფის განცხადებითვე, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი აქტიურად თანამშრომლობენ თურქეთთან, რომელიც ამერიკის მოკავშირეს და სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს და ამიტომ მათ შორის  მრავალი განსახილველი საკითხი არსებობს



მსგავსი ინფორმაციები