პუტინმა პალესტინის ლიდერი მიიღო

აბასმა უარი თქვა აშშ-ს მედიატორობაზე

პუტინმა პალესტინის ლიდერი მიიღო

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პალესტინის სახელმწიფო ლიდერი  მაჰმუდ აბასი მიიღო და შეხვედრაზე აბასიმ უარი თქვა რა აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარების მედიატორობაზე, მის მაგივრად მხარი დაუჭირა ისეთ მრავალწევრიან საშუამავლო მოლაპარაკებებს, როგორიც დავუშვათ მოხდა ირან-დასავლეთს შორის ბირთვულ მოლაპარაკებებში.

"აშშ-ს ქმედებების გამო აღარ გვინდა მასთან შუამავლობის სტატუსის ფარგლებში თანამშრომლობა, მის მაგივრად გვინდა საერთაშორისო მოლაპარაკებებში ამერიკა იყოს ამ მოლაპარაკებებში მონაწილე მედიატორი ქვეყნებიდან მხოლოდ ერთ ერთი“, განაცხადა აბასმა.

პუტინმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინის ხალხს ყოველთვის მხარს უჭერენ და ახლო აღმოსავლეთში ამჟამად შექმნილი მდგომარეობა არ არის ის სურათი, რომლის ხილვაც სურს ყველას.

აბასთან შეხვედრამდე პუტინმა განაცხადა, რომ იგი ტელეფონით ესაუბრა ტრამპს და განიხილეს ისრაელ-პალესტინის კრიზისის მოგვარების საკითხები



მსგავსი ინფორმაციები