აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში 7 ტრილიონი დოლარი დახარჯა

“მდგომარეობა 17 წლის წინანდელზე უარესია“

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში 7 ტრილიონი დოლარი დახარჯა

 

დონალდ ტრამპმა, აშშ-ს 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ აქამდე მათ ახლო აღმოსავლეთში უდიდესი ხარჯები გაიღეს და ამ ხარჯებმა 7 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

"უკანასკნელი ანგარიშების მიხედვით, რომელიც წინა თვეში გაკეთდა, ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში 7 ტრილიონი დოლარი დახარჯა, რაც დიდი შეცდომაა, მაგრამ ეს ასეა და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დღეს ახლო აღმოსავლეთი უფრო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე 17 წლის წინ, როცა ჩვენ აქ შემოვედით. ეს კი  ძალიან სამწუხარო სიტუაციაა", აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტი, საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ ამერიკის ერაყში შეჭრა "დიდი შეცდომა" იყო და ჩიოდა, რომ მისი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო თვალსაზრისით ნამეტანად არის ჩარეული



მსგავსი ინფორმაციები