ინგლისიც მხარს უჭერს “ზეთისხილის რტოს“

“თურქეთს უფლება აქვს დაიცვას თავისი საზღვრების უსაფრთხოება“

ინგლისიც მხარს უჭერს “ზეთისხილის რტოს“

ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სირიის აფრინის რეგიონში დაწყებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას სახელწოდებით "ზეთისხილის რტო", რომელიც დაიწყო PKK / KCK / PYD-YPG და DEAS- ს წევრი ტერორისტების განეიტრალების მიზნით, სრულ მხარდაჭერას უჩენენ, რადგან მათ მეგობარ და მოკავშირე თურქეთს უფლება აქვს დაიცვას თავისი საზღვრების უსაფრთხოება, ხოლო ამის პარალელურად ტერორისტების ზეწოლა-დევნისგან იხსნას რეგიონის მოსახლეობა. ჯონსონმა, სოციალური მედიით გამოქვეყნებულ მესიჯში აღნიშნა, რომ ახლოდან აკვირდებიან თურქული შეიარაღებული ძალების მხრიდან დაწყებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. "თურქეთს სურს უსაფრთხო გახადოს თავისი საზღვრები და მას ამის უფლება აქვს. ჩვენი საერთო მიზანია, შემცირდეს ძალადობა და ფოკუსირება მოხდეს ყველაზე მნიშვნელოვან მიზანზე: გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი, რომელმაც სირიაში ბოლო უნდა მოუღოს ასადის რეჟიმს", ხაზგასმულია ინგლისელი დიპლომატის პოსტში



მსგავსი ინფორმაციები