პირველი უცხოური გამოხმაურებები აფრინის ოპერაციაზე

მოსკოვმა ვაშინგტონს ქურთი ტერორისტების გათამამებაში დასდო ბრალი

პირველი უცხოური გამოხმაურებები აფრინის ოპერაციაზე

 

ანკარის მხრიდან აფრინში სამხედრო ოპერაციის დაწყებას პირველი რუსეთი გამოეხმაურა. ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პენტაგონის მიერ სირიის პრო-ამერიკული ქურთული დაჯგუფებების თანამედროვე იარაღით უზრუნველყოფამ, მათი გათამამება და პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა გამოიწვია.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია სირიაში ყოველთვის უპასუხისმგებლოდ მოქმედებდა, რითაც საფრთხე შეუქმნა სირიის სამშვიდობო პროცესსაც და ჟენევის შეხვედრებსაც.

ზეთისხილის რტოსთან დაკავშირებით ამერიკამაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ ესმით თურქეთის მხრიდან პკკ-სთან დაკავშირებული  უსაფრთხოების შეშფოთება, თუმცა, იქვე მხარეებს DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაზე ფოკუსირებისკენ მოუწოდებენ. ამავე განცხადებით, აშშ-ს და მის კოალიციას აფრინში არ აქვთ დაგეგმილი რაიმე ოპერაცია.

ამერიკის ცენტრალური ძალების შტაბიდან, CENTCOM-დან გავრცელებული განცხადებით, ანკარამ ოპერაციის დაწყების წინ მათ საჭირო ინფორმაციები მისცათ.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ აფრინში მიმდინარე ბოლო მოვლენები რუსეთის და აშშ-ს შეიარაღებული ძალების მეთაურებმა, ვალერი გერასიმოვმა და ჟოზედ დანფორდმა სატელეფონო საუბარში განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები