მაკრონსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

განიხილეს ირანის და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საკითხები

მაკრონსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

 

ელისეის სასახლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, საფრანგეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს, ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ლიდერებმა ძირითადი ყურადღება ირანთან 2015 წელს ხელმოწერილ ბირთვულ გარიგებას  და ჩრდილოეთ კორეის საკითხებს დაუთმეს.

ამავე ცნობით, პრეზიდენტმა მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანთან შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნების მხრიდან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას დიდი მნიშვნელობა გააჩნია და ყველა პატივით უნდა მიუდგეს რა ამ შეთანხმებას, ტრამპსაც მოუწოდა,  მანაც შეასრულოს აღებული ვალდებულებები.

საფრანგეთის პრეზიდენტი 8 იანვრიდან 10 იანვრამდე ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა და ტრამპს ინფორმაციები მიაწოდა პეკინში განხილული ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე, ხოლო ამის პარალელურად დადებითი შეფასება მისცა ამ ბოლო დღეებში ფხენიანსა და სეულს შორის კონტაქტების დამყარების მცდელობას.

“მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება და მასთან არსებული პოლიტიკური უთანხმოების მოგვარება უნდა მოხდეს მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ფარგლებში“, აღნიშნულია ელისესის სასახლიდან გავრცელებულ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები