მონტენეგროში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა იზრდება

მონტენეგროში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა იზრდება

მონტენეგროში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა  რაოდენობა  იზრდება

მონტენეგროში ბოლოს ჩატარებული კვლევების შედეგად მოსახლეობის 62%-მა ქვეყნის, ევროკავშირში სრულ გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის (CEDEM) მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები დედაქალაქ პოდგორიცაში გამართული პრესკონფერენციის დროს საზოგადოებისთვის   იქნა გაცნობილი.  კვლევების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ქვეყნის, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 6%-ით გაიზარდა და 62,2%-ს მიაღწია.  ამავე გამოკითხვის მიხედვით 24,4%-მა მონტენეგროს ევროკავშირში სრული გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო 16,4%-მა თავისი აზრის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა მონტენეგროში მიმდინარე წელს ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებაც ჩაატარა გამოკითხვა რა, მოსახლეობის 39,7%-ს ამჟამინდელი პრემიერმინისტრ, მილო ჯუკანოვიჩის პრეზიდენტობას უჭერს მხარს, ხოლო დემოკრატების ლიდერის, ალექსა ბეკიჩიჩის მოსახლეობის 30%-მა დაუჭირა ხმარი. 2006 წელს სერბეთს გამოყოფილმა მონტენეგრომ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის განაცხადი 2008 წელს შეიტანა.  



მსგავსი ინფორმაციები