10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

864353
10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. თურქეთმა გაეროს დეკლარაცია 1949 წლის აპრილის თვეში დაამტკიცა რა, ამ თარიღიდან მოყოლებული როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, თურქეთშიც 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღედ აღინიშნება. ამ დღის მსოფლიოში აღნიშვნა ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე ინფორმირებულობის ზრდამაც გამოიწვია. მეორე მსოფლიო ომის დროს საკუთარ ამბიციებს აყოლილი დიქტატორების ქმედებებმა მსოფლიო უფსკრულის პირას მიიყვანა, მსოფლიოს მრავალ კუთხეში ომების, მიგრაციების, გენოციდების და მკვლელობების გამო, ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროება აუცილებლობა გახდა. დღეისათვის შეიძლება ისეთი ფართომაშტაბიანი ომები აღარ ხორციელდება, მაგრამ, ერაყში, სირიაში და სხვა ქვეყნებში მიმდინარე შეტაკებები ადამიანის უფლებების ღია დარღვევაა და მათ აღსაკვეთად გაერო და სხვა მსგავსი  საერთაშორისო ორგანიზაციები დიდ ძალისხმევებს იჩენენ. ჩვენი სურვილია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას კონფლიქტები, ტერორისტული აქტები და ყველა სხვა სახის ადამიანის უფლებების დარღვევა მთლიანად იქნება აღკვეთილი. 



მსგავსი ინფორმაციები