აქტუალური თემის ანალიზი 49

სასაზღვრო კამათები გრძელდება

აქტუალური თემის ანალიზი 49

მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე მეზობელი სახელმწიფო მოიპოვება, რომელთა შორის არ არსებობდეს სასაზღვრო დავები, ხოლო დანარჩენ ქვეყნებს ომების, მუქარების თუ შეტაკებების შედეგად აქვთ საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მრავალ სახელმწიფოს თუ ხალხს სისხლით და ცრემლით აქვს მოპოვებული საზღვრები

ახლა აქ ლოგიკური კითხვა შეიძლება დაისვას. კი მაგრამ, განა ღირდა ამ საზღვრების გახაზვისათვის ამდენი სისხლი და ცრემლი? ამ კითხვას თეორიულად შეიძლება სწრაფად გავცეთ პასუხი და ვთქვათ, რომ არ ღირდა

სახელმწიფო კონცეფციის ცნების გამოყენება დასავლეთში მე-16 საუკუნიდან იწყება, როცა აღმოსავლეთში ათასეული წლების განმავლობაში იყენებდნენ. ამის შესახებ უამრავი წერილობითი ტექსტებია და მასალებია შემორჩენილი ძველ თურქულ და ჩინურ დამწერლობაში

დასავლეთის ქვეყნებში კი შუა საუკუნეებამდის სახელმწიფოს ცნება არ არსებობდა და პოლიტიკური სუვერენიტეტი ამ სამყაროში მიწის საკუთრებაზე იყო დაფუძნებული. ასე რომ იმ დროს, დასავლეთში ცნება სახელმწიფო, ტერიტორიის განმსაზღვრელი tenv ან   te/ra სიტყვებით გამოიხატებოდა

დიახ, ცნობილია, რომ ევროპაში ტერმინი სახელმწიფო პირველად მე-15 საუკუნის დასაწყისში იტალიაში იხმარეს, თუმცა, იმ დროს იგი  კონკრეტული საზოგადოების პოლიტიკური გაერთიანების აღსაწერად გამოიყენებოდა. იტალიის შემდეგ ამ ტერმინის გამოყენება ნელ ნელა სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც დაიწყეს და მე-15 საუკუნეში უკვე

დასავლეთი სამყარო პოლიტიკური სუვერენიტეტის აღსანიშნავად ცნება “სახელმწიფოს“ იყენებდა. მოკლედ, იმ პერიოდში, როცა აღმოსავლეთში ცნება სახელმწიფო სტატუსს და სფეროს აფართოებდა და "იმპერია" ხდებოდა, ამ დროს დასავლეთში საზღვრები სისხლით ირწყებოდა

სახელმწიფო კონცეფცია იმდენად სისხლიანი იყო დასავლეთში, რომ მათ მიერ დასახულ უტოპიებშიც მხოლოდ პესიმიზმი იყო გაბატონებული და ეს კარგად ჩანს ლიტერატურაშიც, ხელოვნებაშიც და პოლიტიკურ ტექსტებშიც. უტოპიის საწინააღმდეგო ეს ბნელი მომავალი, ე.ი. დისტოპია ყველანაირ ტექსტებში ძალზედ საშიშად ჩანს.  

დიახ, ფუკუიამადან დაწყებული და ბზეჟინსკ-სოროსით დასრულებული ყველანაირი პოლიტიკური ფუტურისტული თეორიები სწორედ სისხლით მოხაზულ საზღვრებს ეფუძნება. დასავლეთის დესტოპიები, თითქოს და პოლიტიკური ფუტურისტული ტექსტების შთაგონებით, კიდევ უფრო მკაცრი და კიდევ უფრო დამაშინებელია, რაც კარგად ჩანს “კულტის“ რომანებში, რომლებშიც ინდივიდების იმედები იმსხვრევა რა, ისინი თითქოს და შავი მომავლისათვის ემზადებიან

ასეთ შავბნელ მწერლებს მიეკუთვნებიან ევგენი ზამიატინის, ჰაგ ჰოვეის, პაულო ბაჯიგალუპის, ჯორჯ ორველის, რედ რადბურის და სხვები, რომელთა ნაწარმოებები სოციალურად აქტიურ და დემოკრატიულ სისტემაში საზოგადოებას პესიმიზმისკენ უბიძგებენ.  მასები, რაოდენადაც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური სტრუქტურა, ხალხის პოლიტიკურად მომწიფებულ ძალად გადაქცევას აფერხებს, რის კვალდაკვალ ხელისუფლება ამ საზოგადოების კონტროლს მთლიანად იღებს ხელში. ამის ნათელი მაგალითი აშშ-ში ვნახეთ

გასული წლის საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ ობამას ადმინისტრაციის ძალადობის და ზეწოლის პოლიტიკასგან შორს დადგებოდა,  უფრო დიდ ყურადღებას შიდა პოლიტიკას დაუთმობდა, სამხედრო ხარჯებს შეკვეცავდა და უცხოეთში არსებულ სამხედრო ბაზებს შეამცირებდა.

მაგრამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს დაპირებები დაივიწყა და ნელ ნელა მოექცა ძველი პოლიტიკის მარწუხებში. უფრო მეტიც, იგი ობამაზე უფრო შორს წავიდა და სპარსეთის ყურეც და დედამიწის ზოგიერთი სხვა რეგიონი ფაქტიურად არსენალად გადააქცია. მანვე ვენესუელის წინააღმდეგ ობამას დროინდელი მკაცრი პოლიტიკა გააგრძელა

შეიძლება შემთხვევითი დამთხვევა იყოს, მაგრამ, ამჟამად საზღვრების სისხლიან შეცვლას მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტად ორი სახელმწიფო უძალიანდება, აღმოსავლეთში თურქეთი და ამერიკის კონტინენტზე კი ვენესუელა. ამის გამო ეს ორივე ქვეყანა აშშ-სგან მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლებს განიცდის. ანკარისათვის ამის ერთ ერთი მკაფიო მაგალითია ამერიკაში თურქი ბიზნესმენის, რიზა ზარრაფის გასამართლების პროცესი, რომელსაც აიძულებენ ანტი თურქული ჩვენებების მიცემას 

მოკლედ, ანკარა თავს არ მოუდრეკს ვაშინგტონის ზეწოლებს და არ დათანხმდება თავისი საზღვრების შეცვლას, რომელიც ეფუძნება რეგიონის გეოგრაფიას, ისტორიას, კულტურას და არაბების მსგავსად უკვე ათასწლეულებია რაც ამ რეგიონში მყარად უდგას ფესვები, თუმცა, არაბებივით ქედს არ მოუხრის დასავლეთის სურვილებს და არავითარ შემთხვევაში არ დაყაბულდება არც ძალით და არც სხვა მეთოდებით თავისი საზღვრების შეცვლას, როგორც ეს მოინდომეს დასავლეთელებმა ერაყისა და სირიის მიმართ, წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი



მსგავსი ინფორმაციები