აქტუალური თემის ანალიზი 47

აშშ-დაეშის კავშირები დამტკიცდა

აქტუალური თემის ანალიზი 47

ჩვენ უკვე წლებია რაც გავიძახით, რომ რადიკალურ ტერ ორგანიზაცია DAEŞ-ს არ გააჩნია რაიმე საფუძველი და ბაზა რეგიონის მოსახლეობაში, მაგრამ, ჩვენი ეს ძახილი არავის ესმის, მით უმეტეს დასავლეთში და ისინი დაუფარავად აცხადებენ, რომ ჩვენი ამ ფიქსაციისა არ სჯერათ

აქ უფრო მეტი სამწუხარო ის არის, რომ ამ დასავლეთელ უარმყოფლებს შორის ჩვენი პირადი ნაცნობი თუ მეგობარი ჟურნალისტებიც არიან, თანაც ისეთები, რომლებთანაც ერთად გაგვიტარებია ჯოჯოხეთური დღეები იუგოსლავიის დაყოფის შემდეგ ბალკანეთში დაწყებულ სამოქალაქო ომის ფრონტებზე, რუანდაში, სომალიში, ახლო აღმოსავლეთში და ა.შ. ესე იგი თვეების ან კვირეების, დღეების ან საათების თუ წუთების განმავლობაშიც კი ერთად ვყოფილვართ და გვიცხოვრია მიწურებში თუ ჩამოქცეულ ბინებში, თოვლსა და წვიმაშიც ერთად ვყოფილვართ, ერთი ლუკმა-პურიც ძმურად გაგვიყვია, ავად გამხდარი თუ შემთხვევით დაჭრილი კოლეგა საათობით ზურგზე გვიტარებია სამშვიდობოზე გასაყვანად,

მოკლედ, ერთად გაგვიტანებია ომის ჭირი და სიცოცხლის დიდი რისკის მიუხედავად, ფრონტის ხაზებიდან ობიექტური ინფორმაციები მიგვიწვდია ჩვენ-ჩვენი საზოგადოებებისთვის ა.შ. და ახლა რა სამწუხაროა, რომ აი ამ ჩვენს დასავლელ კოლეგებს ჩვენი არ სჯერათ სირიის და ერაყის, უფრო კონკრეტულად კი დაეშის საკითხში და ჩვენი ინფორმაციებისადმი ოპოზიციურად არიან განწყობილნი, ხოლო ის კოლეგები კი, რომლებიც დარწმუნდნენ ჩვენს სიმართლეში, თავს იკავებენ და ერიდებიან თავიანთ მედია საშუალებებში სიმართლის გამოქვეყნებას      

ტერ ორგანიზაცია DAEŞ-ის მხრიდან ომებში, განსაკუთრებით მძიმე ტექნიკისა და ჯავშანტექნიკის  გამოყენების საკითხში ყველას აოცებდა, რადგან, არ შეიძლებოდა ვინმეს დახმარების გარეშე ასეთი

მძიმე ტექნიკა ჰქონოდა რადიკალურ ამ ორგანიზაციას. დიახ, შორიდან ისე ჩანდა, თითქოს და დაეში ნატოს, ან რომელიმე დასავლეთის ქვეყნის მოკავშირე ყოფილიყო და მათგან აეღო ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. თვით ტერორისტების ბრძოლის მანევრები და ტაქტიკაც კი არ ჩამოუვარდებოდა დასავლურისას. და აი, ტვინის გამხვრეტი ამ კითხვების პასუხი გასულ წელს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მივიღეთ, როცა იმჟამად კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელით გავრცელებულ მესიჯში დაწერა, რომ “DAEŞ-იაშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შექმნაო, თუმცა ეს ჩანაწერი მალევე წაშალა. მაგრამ, ეს პოსტი უკვე გავრცელებული იყო მთელს მსოფლიოში და ჩვენმა დასავლელმა ჟურნალისტებმაც ტრამპის ამ აღიარების შემდეგ “მამაცობა“ გამოიჩინეს და დაეშსა და დასვლეთს შორის კავშირების მოკვლევა დაიწყეს

ახლა  მოდით შევხედოთ იმ მცირე ოპერატიულ ოპერაციებს, რომელიც აშშ-ს ხელმძღვანელობით კოალიციური ძალების მიერ დაეშის წინააღმდეგ ჩატარდა

ამ კოალიციამ დაეშის წინააღმდეგ მთლიანობაში 28181 საჰაერო ოპერაცია განახორციელა

ოპერაციის საერთო დღეების რაოდენობა 1185

კოალიციის მიერ ლიკვიდირებული რადიკალისტების რაოდენობა--5000 ტერორისტი

დაეშის წინააღმდეგ ნასროლი რაკეტების და ჭურვების რაოდენობა--102082

რაც შეეხება ტერორისტთა წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის ჯართა რაოდენობას, იგი ხშირად იცვლებოდა და ამიტომ მიახლოებით ციფრის გამოთქმაც ჭირს. რაც შეეხება აშშ-ს პარტნიორ ქურთულ ტერ ორგანიზაცია PYD-ს, მას 100 ათასამდე მებრძოლი ჰყოლია

ამ ბოლო რამდენიმე დღეში, ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზია BBC-იმ გამოაქვეყნა დოკუმენტები, ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ამტკიცებენ DAEŞ-სა და აშშ-ს შორის პარტნიორობას. ნორმალურ პირობებში, ამ ინციდენტს დასავლეთის ქვეყნებში დიდი სკანდალი უნდა გამოეწვია, მაგრამ, როგორც ყოველთვის ამჯერადაც არც ერთ დასავლურ ქვეყანას ხმა არ ამოუღია და ამერიკისგან არავის არ მოუთხოვია ახსნა-განმარტება. უფრო მეტიც, ევროკავშირის იმ ქვეყნებსაც დუმილი აირჩიეს, რომლებმაც DAEŞ-ელების ტერაქტებისგან და თავდასხმებისგან ასობით მოქალაქე დაკარგეს

სირიაში დაეშს თუ ვინმე სერიოზულად ებრძვის, ეს მხოლოდ თურქეთია, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, თანაც მხოლოდ 300-მდე ჯარისკაცით და თურქეთის საზღვრები მთლიანად გაწმინდა მათგან. მთლიანობაში მეჰმედჩიკებმა, ე.ი. თურქმა ჯარისკაცებმა 7 ათასი დეაშელი გამოასალმეს სიცოცხლეს, რაც საკმარისად აღემატება კოალიციის მიერ მოკლულებს

მოკლედ, აშშ-ს მხრიდან დეაშის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი უკვე გასცდა ჟურნალისტურ ძიებას და მან ფართო საზოგადოებრივი ხასიათი შეიძინა

აქედან გამომდინარე თურქეთმა, რუსეთმა, ინგლისმა, ირანმა და სირიამ აშშ-დეაშის ურთიერთობების გამო ერთობლივი სარჩელი უნდა აღძრან საერთაშორისო სასამართლოში, რადგან უკვე დადგენილია, 10 ათასობით ადამიანის, მათ შორის ათასობით ქალისა და ბავშვის მკვლელ დეაშს, ფარული კავშირები აქვს აშშ-თან. თუ ამ საკითხს არ გამოიკვლევს საერთაშორისო სასამართლო, მაშინ, მსოფლიო საზოგადოებრიობას კიდევ ერთხელ შეერყევა რწმენა მსოფლიო წესრიგისადმი.  

მოკლედ, დასავლეთი თვალებს ხუჭავს ინგლისელი ჟურნალისტების მიერ აღმოჩენილ აშშ-DAEŞ-ის ურთიერთობებზე, რომელსაც თეატრალური წარმოდგენაც შეიძლება ვუწუდოთ, რაც უდიდესი სირცხვილია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და საყოველთაო სამართლის სახელით, წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი

 

 



მსგავსი ინფორმაციები