ტრამპმა, ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატის ვინაობა დაასახელა

ალექს აზარის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს

ტრამპმა, ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატის ვინაობა დაასახელა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადამდგარი ჯანდაცვის მინისტრის, ტომ პრაისის ადგილზე ახალ კანდიდატად ერთ ერთი ფარმაცევტული ფირმის ყოფილი მენეჯერი, ალექს აზარის კანდიდატურა წამოაყენა.

ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა. “ალექს აზარის ჯანდაცვის ახალ მინისტრად  არჩევის გამო თავს ბედნიერად ვგრძნობ. მე მჯერა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო სისტემის შექმნითა და მედიკამენტებზე დაბალი ფასების დაწესებით იგი ნამდვილად   ვარსკვლავი გახდება", ხაზგასმულია ტრამპის მესიჯში.

ჯანდაცვის მინისტრის ახალი კანდიდატი წლების განმავლობაში აშშ-ს ფარმაცევტული სექტორის წამყვან ფირმა  Lilly USA-ს თავჯდომარეს წარმოადგენდა და ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

აზარის კანდიდატურა ახლა სენატმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს



მსგავსი ინფორმაციები