ბომბიანი თავდასხმა ადენში

დაიღუპა 6 ჯარისკაცი

ბომბიანი თავდასხმა ადენში

იემენიდან მიღებული ცნობებით, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ადენში, შეიხ ოსმანის რეგიონალური პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ ბომბით დატვირთული ავტომანქანით, რის შედეგადაც 6 ჯარისკაცი დაიღუპა, 14 კი დაიჭრა და ისინი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში.

ამავე ცნობით, დაჭრილთაგან ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

ამ თავდასხმაზე ჯერ ჯერობით არავინ აიღო პასუხისმგებლობა



მსგავსი ინფორმაციები