უმაღლესმა სასამართლომ კარმე ფორკადელი დაპატიმრების ორდერი გასცა

უმაღლესმა სასამართლომ კარმე ფორკადელი დაპატიმრების ორდერი გასცა

უმაღლესმა  სასამართლომ კარმე ფორკადელი დაპატიმრების ორდერი გასცა

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი, კარმე ფორკადელისის დაპატიმრების ორდერი გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ ფორკადელი 150 ათას ევროს გადაიხდის პირობითად შეიძლება გათავისუფლდეს. მას ბრალად  სახელმწიფოს წინაშე ბუნტის ხელშეწყობასა და 27 ოქტომბერს დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადებაში მხარდაჭერა ედება ბრალად.   ესპანეთის სასამართლომ ასევე  4 დეპუტატი  ერთი კვირის  ვადაში 25 ათასი ევროს გადახდის პირობით  თავდებით, ხოლო ერთი დეპუტატი  უპირობოდ  გაათავისუფლა. უპირობოდ გათავისუფლებულ პარლამენტარმა, ჯოზეფ ჟუან ნოეტმა კატალონიის მხრიდან ცალმხრივად დამოუკიდებლობის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. კატალონიის ადგილობრივმა პარლამენტმა 1 ოქტომბერს ჩატარებულ რეფერენდუმზე დაყრდნობით 27 ოქტომბერს ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ორმა სასამართლომ 20 კატალონიელ პოლიტიკოსის მიმართ „აჯანყების  და სახელმწიფო ქონების ბოროტად გამოყენების“  ბრალდებით სასამართლო აღძრა. ამ პირთაგან ხუთის გარდა, რომლებიც ბელგიაში იმყოფებიან დაკითხვის  პროცესი დასრულდა. ის ხუთი, რომლებიც ბელგიაში გახლავთ კატალონიის ავტონომიური მმართველობის ლიდერი,  კარლეს პუიგდემონტი და ყოფილი ოთხი მინისტრი გახლავთ. ესპანეთის სასამართლომ მათ მიმართ დაკავების და ექსტრადაციის ორდერი გასცა რა, საკითხთან დაკავშირებით  ბელგიის სასამართლომ გადაწყვეტილება 17 ნოემბერს უნდა მიიღოს.



მსგავსი ინფორმაციები