დონალდ ტრამპი ვიეტნამშია

იგი სიტყვით გამოვიდა APEC-ის სამიტზე

დონალდ ტრამპი ვიეტნამშია

დონალდ ტრამპის აზიური ტურნე გრძელდება. იგი ამჟამად ვიეტნამში იმყოფება,  სადაც სიტყვით გამოვიდა ვიეტნამის ქალაქ დანანგში გამართულ აზია-წყნარი ოკეანიის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე და თქვა, რომ ამ რეგიონის ქვეყნები არავის სატელიტს არ წარმოადგენენ, ხოლო რაც შეეხება ამერიკას: "ჩვენ ვიქნებით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის დიდი ხნის განმავლობაში მეგობარი, პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანა", აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, 21 წევრიანი APEC-ის ფარგლებს გარეთ დარჩენილმა რეგიონის სხვა ქვეყნებმაც დიდი განვითარება განიცადეს.

"ჩვენ ამ რეგიონის ქვეყნებთან სამართლიანობისა და ურთიერთმოგების პრინციპების ფარგლებში ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები გვინდა და ამიტომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებისგან სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო წესების დაცვას ვითხოვთ“, განაცხადა აშშ-ს ლიდერმა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) ამერიკისადმი უსამართლო მიდგომაში დაადანაშაულა.

მისივე თქმით ჩინეთთან არსებული სავაჭრო ბალანსი ამერიკისათვის მისაღები არ არის



მსგავსი ინფორმაციები