4 ნოემბერი ისტორიაში

4 ნოემბერი ისტორიაში

4 ნოემბერი ისტორიაში

1909 წლის 4 ნოემბერს სტამბოლ-ბაღდადს შორის პირველი მატარებლის სადგური ჰაიდარფაშა ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა. აღნიშნული მატარებლის სადგურის მშენებლობა 1909 წელს ოსმალეთის სულთნის აბდულჰამით II-ის დროს დაიწყო და მისი პროექტი ორი გერმანელი ინჟინრის მიერ იქნა შემუშავებული.

1919 წლის 4 ნოემბერს ალაშ-ორდას მოძრაობა სტალინის ბრძანებით დაიხურა. 1905 წელს ყაზახი და ყირგიზი ხალხის მიერ ჩამოყალიბებული ალაშ-ორდას მოძრაობის მიზანი რუსული სუვერენიტეტის წინააღმდეგ აჯანყება და თურქისტანის რეგიონში მცხოვრები რუსების განდევნა იყო. აღნიშნული მოძრაობის ჩამომყალიბებელი მუსტაფა ჩოკევი გახლდათ, რომლის მიზანიც შუა აზიის მუსლიმების დამოუკიდებლობის ბრძოლაში ჩართვა იყო. ალაშ-ორდას მოძრაობის წევრები საკუთარ თავს ჩინგიზ ხანის და წმ. მუჰამმედ შუამავლის მემკვიდრეებად თვლიდნენ. ამ მოძრაობის სტალინის ბრძანებით გაუქმების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ალაში სახალხო დამოუკიდებელი პარტიის სახელით ხელმეორედ გამოჩნდა.

1922 წლის 4 ნოემბერს ოსმალეთში ერთ-ერთი თურქული გაზეთის Takvim-ის გამოცემა შეჩერდა. ყოველკვირეული გაზეთის მიზანი ხალხისთვის სახელმწიფო გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. აღნიშნული გაზეთი არაბულ, სომხურ, ბერძნულ, სპარსულ და ფრანგულ ენებზეც გამოდიოდა და იგი ასევე მსოფლიო მასშტაბით განვითარებულ მოვლენებზეც ამახვილებდა ყურადღებას. განმანთავისუფლებელი ბრძოლის შემდეგ სტამბოლის მთავრობის გაუქმების შემდეგ გაზეთიც დაიხურა.

1922 წლის 4 ნოემბერს ინგლისელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტეტმა ეგვიპტის ფარაონის ტუტანხამონის საფლავი აღმოაჩინა. მის მიერ ჩატარებული გათხრები ორი წელი გაგრძელდა და მან ამ ხნის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები და ისტორიული ძეგლები აღმოაჩინა. ტუტანხამონი ეგვიპტის პირველი ფარაონთაგანია, რომლის საფლავიც იმ დრომდე ხელშეუხებელი იყო.

1946 წლის 4 ნოემბერს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია UNESCO ჩამოყალიბდა. მისი შტაბბინა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარეობს და მას მსოფლიოს 58 ქვეყანაში წარმომადგენლობითი ოფისი აქვს. თურქეთი აღნიშნულ ორგანიზაციაში 1954 წლიდან გაერთიანდა.


საკვანძო სიტყვები: ნოემბერი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები