მოგერინმა დაიცვა ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება

მისი თქმით ტრამპმა არ უნდა მოახდინოს მისი დენონსირება

მოგერინმა დაიცვა ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება

 

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ PBS-ის და შეეხო რა 2015 წელს ირან-დასავლეთს შორის ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებას, თქვა, რომ თუ ამერიკა ხსენებულ შეთანხმებას გააუქმებს, როგორც ეს სურს ტრამპს, მაშინ, მთელი მსოფლიოს თვალში ამერიკა არა სანდო ქვეყნის იმიჯს მიიღებს და დაკარგავს რეპუტაციას რა, სხვა ქვეყნებიც აარიდებენ თავს მასთან გარიგებების დადებას.

“ამერიკამ 2 წლის წინ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელსაც რატიფიცირება გაუკეთა თვით გაეროს უშიშროების საბჭომაც და იგივე ქვეყანა ახლა, 2 წლის გასვლის შემდეგ, ამ შეთანხმების გაუქმებას აპირებს, რითაც ჯერ ერთი არა სანდო ქვეყნის იმიჯს მიისაკუთრებს და მეორეც, იგი ამერიკის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებზეც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს“, განაცხადა მოგერინმა.

აშშ-ს ადმინისტრაციამ ამ კვირის ბოლომდის პასუხი უნდა გასცეს კითხვას, შეასრულებს თუ არ შეასრულებს იგი ირანის ბირთვულ გარიგებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს



მსგავსი ინფორმაციები