მადურომ მადლობა გადაუხადა ტრამპს

მოხსენებაში, მადურომ, მიმართა დონალდ ტრამპს, რომელიც სისტემატიურად აკრიტიკებს მას და მადლობა გადაუხადა

მადურომ მადლობა გადაუხადა ტრამპს

ვენესუელას სახელმწიფო მეთაურმა ნიკოლას მადურომ, სახელმწიფო ტელევიზიის ყოველკვირეული პროგრამის მოხსენებაში, მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელიც სისტემატიურად აკრიტიკებს მას და მადლობა გადაუხადა. „მადლობა, რომ მსოფლიოში ცნობილი გამხადე, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებ. როცა საიმპერატოროს ლიდერი ჩემზე ლაპარაკობს, ვამაყობ და უფრო მეტ სიყვარულს ვიმსახურებ“, ტრამპი ცნობილია ჩემი და სოციალისტური პარტიის გაკრიტიკებით, აშშ-ი გადაიქცა ვენესუელას ოპოზიციონერების ლიდერად“-თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა მადუროს ხელისუფლება დაადანაშაულა დიქტატორობაში და სახელმწიფოს დემოკრატიის აღკვეთაში. მადურომ კი, პასუხად აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ვენესუელას შიდა საქმეებში ჩარევით, სურს რეჟიმის გამოცვლა.



მსგავსი ინფორმაციები