საუდის არაბეთში DEAŞ-ის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს

ისინი თავდაცვის სამინისტროზე ტერაქტს გეგმავდნენ

საუდის არაბეთში DEAŞ-ის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს

საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტო SPA ამ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დედაქალაქ რიადში სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია განახორციელეს  DEAŞ-ის საიდუმლო თავშესაფარზე, რომლის დროსაც ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, ერთი მოკლულ იქნა, ხოლო 5 კი ცოცხლად იქნა აყვანილი. ამავე ცნობით ტერორისტები ტერაქტს ამზადებდნენ თავდაცვის სამინისტროს შენობაზე და მათ თავშესაფარში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს



მსგავსი ინფორმაციები