გერმანიაში ძლიერი გრიგალი მძვინვარებს

დაიღუპა 7 კაცი

გერმანიაში ძლიერი გრიგალი მძვინვარებს

 

გერმანიის დედაქალაქ ბერლინს და ქალაქ ჰამბურგს თავს დაატყდა ძლიერი გრიგალი, რომლის სიჩქარე საათში 180 კმ-ს აღწევდა და რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა, აქედან 5 კაცი ბერლინში და 2 ჰამბურგში.

გრიგალმა ძირფესვიანად ამოგლიჯა ხეები, სახურავები აეხადა მრავალ სახლს, ბერლინში გადაიდო თვითმფრინავების რეისები და დროებით შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც, გაუქმდა ასევე ზოგიერთი მატარებლის რეისებიც, ხოლო ამის პარალელურად ბერლინ-ამსტერდამის ჩქარი მატარებლის მგზავრების ევაკუაცია მოახდინეს. ამჟამად გრიგალი პოლონეთისკენ მიიწევს



მსგავსი ინფორმაციები