ძაღლებმა ოქსფორდის პროფესორი დაგლიჯეს

ინგლისელი არქეოლოგი ძაღლებმა საბერძნეთში მოკლეს

ძაღლებმა ოქსფორდის პროფესორი დაგლიჯეს

ინგლისური გაზეთი The Times-ი წერს, რომ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ქუჩის ძაღლებმ,ა პენსიაზე გასული ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დაგლიჯეს და ისე მოკლეს. 63 წლის ამ პროფესორის შესახებ, რომლის ვინაობას არ ამხელს ათენი, ხუთშაბათს აქეთ არაფერი ისმოდა. საბერძნეთის ჩრდილო აღმოსავლეთში მდებარე მარონიას არქეოლოგიური ველის თვალიერების დროს პროფესორს თავს დაესხნენ ქუჩის ძაღლები, რის შესახებაც მან შესძლო ახლობლებისათვის მობილურით შეტყობინება. ამის შემდეგ  მისმა ოჯახის წევრებმა საბერძნეთის სამაშველო ორგანოებს დაურეკეს და ამ უკანასკნელებმა მთიანი რეგიონის ძიება დაიწყეს რა, კვირას, ხსენებული პროფესორის დაგლეჯილი ნაწილები, პასპორტი და სხვა პირადი ნივთ-საგნები აღმოაჩინეს. ზოგიერთი ცნობებით, საბერძნეთში 1 მილიონამდე მაწანწალა ძაღლი უპატრონოდ დაიარება  



მსგავსი ინფორმაციები