უვადო თავისუფლების აღკვეთა თაღლითს

კომპანიის დამფუძნებელ დინგ ნინგს მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა და 15 მილიონი დოლარის ჯარიმა

უვადო თავისუფლების აღკვეთა თაღლითს

ჩინელ თაღლითს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დინგ ნინგს, რომელმაც ჩინეთის უმსხვილესი Ponzi-ის, (ბედნიერების ჯაჭვი) სქემის შექმნით, 900 ათასი ადამიანი მოატყუა, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ჩინეთის დედაქალაქ პეკინის სასამართლოში, 34 წლის დინგ ნინგს და კომპანიის პერსონალებს ბრალი ედებათ 7,7 მილიარდი დოლარის თაღლითობაში. კომპანიის დამფუძნებელ დინგ ნინგს მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა და 15 მილიონი დოლარის ჯარიმა. მასთან ერთად გასამართლებულ 24 პიროვნებას კი, 3 წლიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

გარდა ამისა, 270 მილიონი დოლარის ჯარიმა დაუწესდა თაღლითობის საოპერაციო სამუშაოების წარმმართავ იუნჩჰენის ჯგუფს.

გასულ წელს დაფიქსირებული თაღლითობის სქემის შემდეგ, ჩინეთის პოლიცია ცდილობს ინვესტორების ფულის გამოხსნას.



მსგავსი ინფორმაციები