ირმას ქარიშხალი

აშშ-ის ფლორიდას შტატში წარმოქმნილ ირმას ქარიშხალში დაღუპულთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია

ირმას ქარიშხალი

აშშ-ის ფლორიდას შტატში წარმოქმნილ ირმას ქარიშხალში დაღუპულთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია.

კვირას წარმოქმნილი ირმას ქარიშხლის შემდეგ, ფლორიდაში დაბრუნებულებმა ვეღარ ნახეს თავიანთ ადგილზე სახლი.

დაინგრა სახლების ან 90 %-ი, ან კიდევ მძიმე დაზიანება განიცადა.  

ყველაზე დიდ პრობლემად ითვლება უშუქობა. კვირას აქეთ, უშუქოდ არის 6 მილიონამდე სახლი და სამუშაო ადგილი.  

თეთრი სახლის განცხადებით, კატასტროფის ზონის ხელახალი ელექტროფიცირება შესაძლებელია ერთ კვირაში. ასევე არ არის საწვავი. თუმცა, რეგიონის აეროპორტები, უზარმაზარი ფინანსური დანაკარგების მიუხედავად, ხელახლა გაიხსნა.

ქარიშხლის გამო, გადაიდო 3. 500-ზე მეტი ფრენა.

ექსპერტების პროგნოზირებით, ჰარვის შემდეგ, ირმას ქარიშხლის ამერიკის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი უტოლდება 290 მილიარდ დოლარს. ხვალ მოსალოდნელია პრეზიდენტ ტრამპის კატასტროფის რეგიონის მონახულება.



მსგავსი ინფორმაციები