ევროკავშირი თურქეთი

აქვთ ნათელი, პატიოსანი და კრიტიკული, ზოგჯერ კონსტრუქციული, ხანდახან ძალიან რთული დიალოგი

ევროკავშირი თურქეთი

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მიმდინარე ევრო პარლამენტის გენერალური საბჭოს აქტუალური თემა გახდა თურქეთი და ევროკავშირის ურთიერთობები, გაწევრიანების განხილვები, ორ მხარეს შორის მომავლის ურთიერთობები.

გახსნით ცერემონიაზე მოხსენებით გამოსულმა ევრო კომისიის გაფართოების განხილვებში პასუხისმგებელმა კომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ორივე მხარე  არ არის კმაყოფილი მოვლენებით, ამიტომაც, აუცილებელია აქამდე თურქეთის მხარესთან კონტაქტების გაფართოებისთვის წარმართული სამუშაოების პირიქით წარმართვა.

იოჰანეს ჰანის განცხადებით, თურქეთი, სტრატეგიულ რეგიონში არის ევროკავშირის პარტნიორი და კლიტის მოვალეობის შემსრულებელი. ისინი, პარტნიორები არიან, ეს რთული პარტნიორობაა, მაგრამ დიდ საქმეს აკეთებენ მრავალ ძირითად საკითხში. აქვთ ნათელი, პატიოსანი და კრიტიკული, ზოგჯერ კონსტრუქციული, ხანდახან ძალიან რთული დიალოგი.

ევრო პარლამენტის თურქეთის მომხსენებლის კათი ფირის განცხადებით, თურქი ხალხისგან ევროკავშირის წევრობის მიზნის ჩამორთმევა დიდი შეცდომა იქნება და მასში არ უნდა იქნას გარეული პოპულიზმის და ქსენოფობიის დებატების საკითხი.

თავისუფლების საერთაშორისო ჯგუფის  (ENF) საფრანგეთის წევრმა ედუარდ ფერრანდმა გააკრიტიკა ევროკავშირის ხელისუფლების დამოკიდებულება და თქვა:-საუკუნის წინ, თურქეთს ევროპის ავადმყოფ ადამიანად იხსენიებდნენ, მაგრამ მისი აზრით, დღევანდელი რეალური ავადმყოფი თავად ევროკავშირია. ფერრანდმა ასე მიმართა ევროკავშირის ხელისუფლებას:-თურქეთი დიდი ქვეყანაა. ეს დიდი ხალხი, თქვენს შეთავაზებულზე უფრო მეტს იმსახურებს.

პროცესში, რომლის ბოლოც ცნობილი იყო, დრო დააკარგვინეთ როგორც თურქეთს, ისე ევროკავშირს-თქვა თავისუფლების საერთაშორისო ჯგუფის  (ENF) საფრანგეთის წევრმა ედუარდ ფერრანდმა.



მსგავსი ინფორმაციები