აქტუალური თემის ანალიზი  37

ძალაუფლების მფლობელების ახალი ომის ცენტრი: მიანმარი

აქტუალური თემის ანალიზი  37

2000-იან წლებში როჰინჯიის  მუსლიმანები უსამშობლო უმცირესობად იქნენ აღიარებული. ამავე წლებში მიანმარში გადატრიალების მეშვეობით სათავეში მოსული მთავრობა ხშირად ავრცელებდა ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ თითქოს და ადგილობრივი მუსლიმანები თავისუფლების და დემოკრატიის წინააღმდეგ აჯანყებებს აწყობდნენ. ამის გამო ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიანმარში ჩავედი. ქვეყანას, ხუნტის მთავრობა მართავდა მაგრამ, თუ სიმართლე გაინტერესებთ, როგორც ჟურნალისტმა არანაირი პრობლემა არ შემხვედრია პროფესიული თვალსაზრისით. იმ წლებში ამჟამინდელი ქვეყნის ლიდერი, აუნ სან სუ ჩი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა რა, მასთან გასაუბრების საშუალებაც მომეცა.  დასავლეთის მხრიდან გმირად აღიარებული ჩი, სიმართლე გითხრათ ნაციონალისტი მემარცხენე შეხედულების უფრო გახლავთ. 

ჰიტლერის მიერ 1930-იან წლებში გერმანიაში დაწყებული ნაციონალისტური მემარცხენეობა ანუ, ნაციზმმა, ევროპაში და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნაციზმი სამწუხაროდ მთელს მსოფლიოში ხელმეორედ იღვიძებს. ეს კი ყველაზე ნათლად თვით გერმანიაში პოლიტიკურ პარტიებს შორისაც ნათლად შეიმჩნევა. კანცლერ მერკელის მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებულ განცხადებებს, ჰიტლერის მხრიდან გამოსვლების დროს გამოყენებულ ტექსტებს თუ შეადარებთ მსგავსებებს ნათლად დაინახავთ. იგივე სენის აზროვნებები ევროპის სხვა ქვეყნებშიც სწრაფად ვრცელდება. ამიტომაა, რომ დემოკრატიისა და ცივილიზაციის ცენტრად მიჩნეული დასავლეთი ევროპა, მიანმარში მიმდინარე მასიური მკვლელობას და გენოციდის ვერ ხედავს.  ნუთუ ამ ყველაფერს მართლა ვერ ხედავს ევროპა და ევროკავშირი?

მსოფლიოში ღირსეული ადგილის მქონე ნობელის პრემიის კომიტეტი ნეტა თუ გააკეთებს რაიმე განცხადებას, მის მიერ ნობელით დაჯილდოებულ და მიანმარში მასიური მკვლელობების ბრძანების გამცემ, აუნ სან სუ ჩის შესახებ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ბანგლადეშს სთხოვა როჰინჯიის   მიგრანტები შეიფარონ, რა მათი ყველა ხარჯების დაფარვის სიტყვა მსოფლიოს წინაშე დადო. ისე კი, როჰინჯიის   გვერდით მალაიზია და ინდონეზია არიან, რომლების მოსახლეობის  უმრავლესობა მუსლიმანები არიან და ორივე სუვერენული ქვეყანაა. დღეისათვის ამ საკითხთან დაკავშირებით სპარსეთის ყურის მუსლიმანი ქვეყნებიდან დუმილის უფლების გამოყენება ისლამურის სამყაროსათვის ნამდვილად  სამარცხვინოა.

როჰინჯიის    მუსლიმანები მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი უსამშობლოები გახლავთ. მათ პირადობის მოწმობის აღების ჩათვლით არანაირი ადამიანური უფლებები არ გააჩნიათ. მიანმარის 60 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე, მათ არასდროს მიეცათ აღნიშნული უფლებები. ადამიანები, რომლების საკვებსაც კი ვერ ჰპოულობენ, მოულოდნელად მათ რეგიონში შეიარაღებული  „როჰინჯას გადარჩენის არაკანის არმია“ სახელწოდების დაჯგუფება გაჩნდა. მათი ქმედებები დასავლეთის მხრიდან მობილიზებულ ტერ ორგანიზაცია, დეაშის ქმედებებს ძალიან ჰგავს. მიანმარის სამხედროები და აღნიშნული დაჯგუფება ხშირად ებრძვიან ერთმანეთს მაგრა, რატომღაც, სულ უდანაშაულო სამოქალაქოები იღუპებიან. ოპერაციების შედეგად ჯერ-ჯერობით არცერთი ტერორისტის ლიკვიდირება არ მომხდარა. როგორც ყოველთვის ბოლო შეტაკებების დროსაც ყველაზე მეტი საფასური სამოქალაქოებმა გადაიხადეს. სულ ცოტა, სამი ათასი  როჰინჯიელი მუსლიმანი დაიღუპა. მიანმარის არმია კი ძალადობას ზრდის. თითქმის ყოველდღიურად ოცამდე სოფელს მთლიანად ანადგურებს.   ზემოთ ხსენებული რიცხვები სიმართლეს შეიძლება არ შეესაბამებოდეს, რადგან დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ გასულ კვირას, ბუთჰიდაუნგის რეგიონში 1500 სამოქალაქო პირი იქნა მოკლული.  

მიანმარის არმიის მასიური მკვლელობის ტაქტიკა ასეთია: ჯერ სოფლებში შედიან სადაც თუ ვინმეს დაიჭერენ კლავენ, ხოლო ის ვინც გაქცევას ცდილობს, სოფლების გასასვლელებთან  დანაღმულ ბომბებზე ფეთქდებიან. ქვეყნის არმიას ბუდისტებიც ეხმარებიან.

დღეისათვის, მიანმარში დარჩენილი მუსლიმანების 70-80 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან. ბაუნგდავის და ბუთჰიდაუნგის რეგიონებში მცხოვრები მუსლიმანი ახალგაზრდები და მამაკაცები ბანგლადეშში ან კიდევ მალაიზიაში გაიქცნენ. სოფლებში კი მხოლოდ ქალები და ბავშვები არიან დარჩენილნი, ამიტომ ყველაზე მეტი ძალადობის მსხვერპლნიც ისინი ხდებიან. ბანგლადეშში გადასვლის მსურველებს კი ქვეყნის არმია ამის ნებას არ აძლევს. საზღვართან ახლოს ნეიტრალური ზონაა, სადაც უკვე ადგილიც კი აღარ არის თავშეფარვის მსურველთათვის. 

ამ ყველაფრის შესახებ მხოლოდ თურქეთის გამოხმაურება კი მართლაც და სამარცხვინოა. პრეზიდენტმა ერდოღანმა მთელი გასული ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა, რათა იქ მომხდარი არაადამიანური ქმედება შეეჩერებინათ. ვიმედოვნებ, რომ გაერო ამ მასიური მკვლელობის შესაჩერებლად დროულად გადადგამს მნიშვნელოვან და ეფექტურ ნაბიჯებს. მიანმარის გამოუცდელი ლიდერი, ჩი დაწყებული ამ გენოციდით ახალი ძალაუფლების გადანაწილების საშიშროებას ვერ ამჩნევს  და როდესაც ის ამ საფრთხეს შეამჩნევს, შეიძლება გვიანი იყოს. რადგან, დღეს რასაც მუსლიმანების შესახებ ვწერთ, ხვალ შეიძლება ანალოგიური დაიწეროს ბუდისტების შესახებაც,   წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი. 



მსგავსი ინფორმაციები