27 აგვისტო ისტორიაში

27 აგვისტო ისტორიაში

369794
27 აგვისტო ისტორიაში

27 აგვისტო ისტორიაში 

1389 წლის 27 აგვისტოს ოსმალეთის სულთანმა მურად პირველმა, კოსოვოს პირველ ბრძოლაში სერბული წარმოშობის, ლაზარეს არმია დაამარცხა. ამ ბრძოლის დასრულების შემდეგ ოსმალეთის სულთანი მურად ჰუდავენდიგარი ბრძოლის ველზე სეირნობდა, ამ დროს ერთ-ერთი დაჭრილი, სერბული წარმოშობის ჯარისკაცი სულთანს მუსლიმანი გავხდიო უთხრა და ხელზე ამბორის მიზნით მას მიუახლოვდა, მაგრამ ხელზე ამბორის ნაცვლად სულთანი დანით დაჭრა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ დაიწყო რეგიონში ოსმალეთის მმართველობა.

1635 წლის 27 აგვისტოს მურად მეოთხემ ირანში საბრძოლველად გამგზავრების პერიოდში, თავის ორ ძმას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. 1623 წელს ტახტზე ასული მურადი ორი წლის განმავლობაში მმართველობას მოშორებული იყო. იმპერიას მისი დედა ქოსემ სულთანი განაგებდა. მურადს ოთხი ძმა ჰყავდა რა, ტახტზე ასვლის შემდეგ კიდევ ერთი ძმა, ბეიაზეთიც ჩამოახჩობინა.

1859 წლის 27 აგვისტოს აშშ-ში პენსილვანიის შტატში პირველი ნავთობის ჭაბურღილი იქნა გახსნილი. ამერიკელმა სარდალმა ედვინ დრაკემ, ინდიელების მიერ სხვადასხვა სამკურნალო თვისებების შემცველ ე.წ. ”ქვის ზეთი”-ს მოპოვების ადგილზე, მიწის სიღრმეში მისი მოპოვება გადაწყვიტა, რითაც ნავთობს მიაკვლია. მისი სახელი ისტორიაში ნავთობის მომპოვებელ პირველ ადამიანად ჩაიწერა.

2003 წლის 27 აგვისტოს მარსის პლანეტა 60 ათასი წლის შემდეგ დედამიწას ყველაზე ახლო მანძილით ჩაუარა. ბოლო გამყინვარების შემდეგ, მარსმა დედამიწას 230 მილიონი კილომეტრის მოშორებით, ხოლო 2003 წელს კი 55 მილიონ 758 ათასი კილომეტრის მოშორებით ჩაუარა. მეცნიერების ვარაუდით ამის შემდეგ მარსი ასეთი დაახლოებული მანძილით მხოლოდ 2287 წელს ჩაუვლის.

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #აგვისტო

მსგავსი ინფორმაციები