აქტუალური თემის ანალიზი 34/2017

მკვლელის თითის ანაბეჭდი

აქტუალური თემის ანალიზი 34/2017

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე ევროპის ჩრდილოეთსა და ბალკანეთის დასავლეთით ძალზედ საინტერესო პოლიტიკური და სამხედრო კრიზისები მოხდა. ამ თემაზე გთავაზობთ ილდირიმ ბეიაზითის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის განყოფილების ლექტორის ერდალ შიმშექის სტატიას, რომელშიც იგი წერს.

რუსული საბრძოლო ან სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავების მიერ ნატოს წევრი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე გავრცელდა ინფორმაციები. ამ შემდეგ აშშ-მა და ნატომ მკაცრი დიპლომატიური განცხადებები გაავრცელეს. მოკლე დროის შემდეგ კი შეერთებული შტატების მიერ ევროპაში იარაღის შეტანის თაობაზე გავრცელდა ცნობები.

ამ საკითხებზე მსჯელობისას, რუსულმა თვითმფრინავებმა, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაციები საერთაშორისო სააგენტოებმა გაავრცელეს, თუმცა ზოგიერთი სააგენტოს მიერ წარსულში ამგვარი მანიპულაციური ინფორმაციების გამოქვეყნების გამო, მას ეჭვით შეხვდნენ. მაგრამ ამავდროულად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო საინფორმაციო სააგენტოებიდან თურქულმა სააგენტო „ანადოლუ“-მ ეს ინფორმაცია უფრო დეტალურად მიაწოდა თავის აბონენტებს.

სააგენტო „ანადოლუ“-ს ამ ინფორმაციების შემდეგ, ბალკანეთის ისევ იარაღის საწყობად გადაქცევის შესახებ, ომისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე მომუშავე ჟურნალისტებმა როგორც საზოგადოებისათვის ღია მედია ორგანოებში, ასევე ჯგუფურ მეილებში სერიოზულად ვიმსჯელეთ, რის შედეგადაც შეიქმნა აზრი, რომ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ისევ იარაღის საწყობად გადაქცევას ცდილობენ.

ყველა ჩვენგანს საშუალოდ 25 წლიანი ომისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში ჟურნალისტად მოღვაწეობის გამოცდილება გვაქვს და სამწუხაროდ, ჩვენ მართალი აღმოვჩნდით. აშშ-მა აღმოსავლეთ ევროპაში ათასობით ტონა იარაღი, საბრძოლო მასალა და საბრძოლო საშუალებები შეიტანა. ამის შემდეგ კი გავრცელდა ცნობები რუსული თვითმფრინავების მიერ როგორც საფრანგეთის, ასევე გაერთიანებული სამეფოს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე. 

ინგლისმა ძალიან მკაცრი რეაქცია გამოხატა და საზღვაო და საჰაერო ძალებს მაშინვე „აღმკვეთი ზომების“ გატარების ბრძანება მისცა. თვეებია ინგლისის საჰაერო და საზღვაო ძალებს ქვეყნის როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო სივრცის დაცვისათვის განგაში აქვს გამოცხადებული.

ამ მოვლენებთან ერთად გავრცელდა ინფორმაციები ამერიკის საბრძოლო გემების ჩინეთის სახმელეთო წყლებში, ჩინეთის საბრძოლო გემების იაპონიის სახმელეთო წყლებში, იაპონიის საბრძოლო გემების ჩინეთისა და რუსეთის სახმელეთო წყლებში შესვლის თაობაზე. აღნიშნულმა ქვეყნებმა ყველაზე განვითარებული იარაღით აღჭურვილი საბრძოლო გემები ჩინეთის ზღვაში, იაპონიის ზღვასა და წყნარ ოკეანეში გააგზავნეს. რუსეთმა, ჩინეთმა და იაპონიამ გადამკვეთი სახმელეთო წყლების საზღვრების უსაფრთხოებისათვის რიგი ზომები გაატარეს.

ამავე პერიოდში რუსული საბრძოლო თვითმფრინავები თურქეთის თაოსნობით შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევას შეცადა. რუსეთის მიერ საზღვრებ დარღვეული ყველა ქვეყანა ნატოს წევრია და ამავდროულად ამერიკის მოკავშირე.

რუსეთის შავ ზღვაზე ამ შეტევების საპირისპიროდ ამერიკამ შავ ზღვაზე საბრძოლო ძალა კიდევ უფრო გაზარდა. ნატომ თურქეთის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ ბაზის აგების წინადადება წამოაყენა. საბედნიეროდ თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ამ გიჟურ წინადადებაზე უარი განაცხადა თორემ თურქეთის ამ გიჟური თამაშის ნაწილი გახდებოდა.

ამას მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის რაკეტის ტესტირებები და ამერიკის მიერ კორეის ზღვაში სამხედროების შეყვანა.

შემდეგ ფილიპინები, არაკანის სრუტე, ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირება და ინდოეთის ოკეანეში ვითარება უცაბედად დაიძაბა. რეგიონის ქვეყნების სამხედროებმა წითელი განგაში გამოაცხადეს.

ყველა ამ განგაშის საფასური უაღრესად ძვირია. უწყვეტი განგაშის მდგომარეობა ქვეყნის ბიუჯეტს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება.

ამ ვითარების გამო თვალწინ წარმომიდგა აღმოსვალეთ ბლოკის დაშლის წინა მდგომარეობა, ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის რეიგანისა და საბჭოთა კავშირის მეთაურის ბრეჟნევის უაზრო „ვარსკვლავთა ომის“ პროექტი.

იმ პერიოდში დასაქმების დონე მაღალი იყო. ტექნოლოგია ვითარდებოდა და ადამიანის შრომაზე მოთხოვნა მცირდებოდა. ახალ-ახალი კაპიტელის აქცენტები იქმნებოდა. თუმცა მშრომელთა პროფკავშირები და ორგანიზაციები ამ ცვლილებებს წინააღმდეგობას უწევდნენ მაგრამ ამ რთული ცვლილების გამოსავალ გზას ვერ ნახულობდნენ.

და პროფკავშირების გაფიცვების ტალღა დასავლეთის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში აშშ-სა და ინგლისსა და კომუნისტური ბლოკის კრიტიკულ ქვეყანა პოლონეთში დაიწყო. სოლიდარობის პროფკავშირის თავმჯდომარემ ლეხ ვალესამ პოლონეთში დაწყებული გაფიცვებით და ავღანეთში დამარცხებამ რუსეთში კომუნისტური რეჟიმი დაამხო. 

ინგლისის პრემიერმა მარგარეტ ტეტჩერმა და ამერიკის პრეზიდენტმა რეიგანმა არმია უკან დაიყენეს და გაფიცვის გატეხვა მოახერხეს.

ამგვარად, 1947 წლის წარმოების მოდელი ტაროზე შემოიდო და ტექნოლოგია გაბატონებული წარმოების ფორმაზე გადავიდნენ.

ახლა კი მსოფლიოში კაპიტალის დაგროვებამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. იაპონური, ამერიკული და ევროპული კაპიტალის წინააღმდეგ ჩინური, რუსული, კორეული და თურქული კაპიტალისაც კი დაგროვება მოხდა. ამ კაპიტალის წარმოების მეთოდებს დღევანდელი საბაზრო პირობები და კანონები არ აკმაყოფილებს.

კაპიტალი, რომელმაც წარმოებისა და განაწილების გაგება განაახლა, მსოფლიოს თავიდან მოწყობისათვის ამ ფანტასტიკაში თითქოს მოთამაშედ გვაქცია.

რადგანაც, განსაკუთრებით აშშ და ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკები გაკოტრებულები არიან. ამერიკის მხოლოდ სახელმწიფო დავალიანება დაახლოებით 20 ტრილიონი დოლარია. ევროკავშირის ქვეყნების, გერმანიის გარდა ან გაკოტრდნენ ან გაკოტრების პირას არიან. ამის საწინააღმდეგოდ კაპიტალი სახელმწიფოებზე უფრო მეტად გაძლიერებულნი არიან. იმედია რომ ახალი წარმოებისა და მოხმარების მეთოდზე გადასვლა უსისხლოდ მოხდება თორემ მკვლელის თითის ანაბეჭდი ფაქტზე ადრე გახდება ცნობილი - წერს ილდირიმ ბეიაზითის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის განყოფილების ლექტორის ერდალ შიმშექი


საკვანძო სიტყვები: აქტუალური თემის ანალიზი

მსგავსი ინფორმაციები