მალიში გაეროს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა მოხდა

მალიში გაერთიანებული ერების სამშვიდობო ძალების მისიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

790124
მალიში გაეროს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა მოხდა

აფრიკის ქვეყანა მალიში გაერთიანებული ერების სამშვიდობო ძალების მისიაზე (MINUSMA) განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

დაღუპულებიდან 5 მალელი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, 1 ჟანდარმერი და ერთიც მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერებიდან ფარაჰ ჰაქმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების სამშვიდობო ძალების მისიის, მოპტის რეგიონიში მდებარე დოუნცას ქალაქში არსებულ ბანაკს დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფები დაესხნენ თავს.

ჰაქმა სამშვიდობო მისიაზე მომხდარი თავდასხმა დაგმო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს.


საკვანძო სიტყვები: #მალი , #გაერო , #სამშვიდობო მისია

მსგავსი ინფორმაციები