12 აგვისტო ისტორიაში

12 აგვისტო ისტორიაში

12 აგვისტო ისტორიაში

12 აგვისტო ისტორიაში      

1900 წლის 12 აგვისტოს თურქ მოჭიდავე ქურთდერელი მეჰმედს და ინდოეთის ვეფხვად წოდებულ აღმოსავლეთის ჩემპიონ ცნობილ ირანელ მოჭიდავე გულამ რუსტემს შორის პარიზში სპეციალური შეხვედრა ჩატარდა. ორ საათს გაგრძელებული ამ ჭიდაობის დროს გულამმა მხარში ტრამვა მიიღო, რის გამოც შეხვედრა გადაიდო. გადადებული ჭიდაობის ხელმეორედ გამართვის დროს ირანელი მოჭიდავე ასპარეზზე აღარ გავიდა და ინდოეთში გაიქცა. ქურთდერელიმ ამის შემდეგ ლონდონში, აშშ-ში, ვენაში და საფრანგეთში გამართულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებით სახელი მსოფლიო მასშტაბით გაითქვა.


1930 წლის 12 აგვისტოს თავისუფალი რესპუბლიკური პარტია ჩამოყალიბდა. ეს პარტია მუსტაფ ქემალ ათათურქის ინიციატივით იქნა ჩამოყალიბებული და მისი პირველი ლიდერი ფეთჰი ოქიარი გახდა. თავისუფალი რესპუბლიკური პარტის ჩამოყალიბება თურქეთში მრავალპარტიულობაზე გადასვლის მეორე მცდელობა გახლდათ.


1953 წლის 12 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა ყაზახეტში პირველი წყალბადის ატომური ბომბი გამოსცადა. მისი ძალა 400 კილოტონას შეადგენდა რა, აფეთქებისას მისი სიმძლავრე იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში აშშ-ს მიერ ჩამოგდებული ატომური იარაღის სიმძლავრეს 30-ჯერ აღემატებოდა.


1989 წლის 12 აგვისტოს ამერიკელი ფიზიკოსი და გამომგონებელი უილიამ ბრედფორდ შოკლი გარდაიცვალა. შოკლიმ ჯონ ბარდენთან და ვალტერ ჰაუსთან ერთად ტრანზისტორი გამოიგონა. სამეულმა 1956 წელს ამ გამოგონებით ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

 


საკვანძო სიტყვები: აგვისტო , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები