მადუროს ტრამპთან პირისპირი შეხვედრა სურს

“უცხო ძალებთან ბრძოლას ბოლომდის გავაგრძელებთ“

მადუროს ტრამპთან პირისპირი შეხვედრა სურს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 3 საათიანი სიტყვით გამოვიდა მისივე მხრიდან ახლად შექმნილ დამფუძნებელ პარლამენტში და თქვა, რომ მას სურს პირისპირი საუბარი ტრამპთან.  “თუ თქვენ ძალიან დაინტერესებული ხართ ვენესუელით, მე აქ ვარ, ჩემი ხელი აქ არის“, ასე შეუთვალა მან ტრამპს. მანვე მკაცრად დაგმო ამერიკის მხრიდან მისი ქვეყნის მიმართ მიღებული სანქციები და ხაზი გაუსვა, რომ უცხო ძალებთან ბრძოლას ბოლომდის გააგრძელებენ. როგორც ცნობილია, აპრილის აქეთ მადუროს საწინააღმდეგო გამოსვლები ხდება, რასაც 120 ადამიანი ემსხვერპლა. 30 ივლისს დამფუძნებელი პარლამენტი შეიქმნა, რომელსაც ქვეყნის ოპოზიცია არალეგიტიმურს უწოდებს და აქედან გამომდინარე მას არ სცნობს



მსგავსი ინფორმაციები