ისრაელის ჯარისკაცებმა 5 პალესტინელი დაჭრეს

შეტაკება ბეით რიმაში მოხდა

ისრაელის ჯარისკაცებმა 5 პალესტინელი დაჭრეს

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ჯარისკაცებმა მორიგი რეიდი განახორციელეს დასავლეთ იორდანიის სანაპიროზე მდებარე ბეით რიმას დასახლებაზე და მათი მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 5 პალესტინელი დაიჭრა, რომლებიც სასწრაფოებით გადაიყვანეს სელფიტის სახელმწიფო საავადმყოფოში. თვითმხილველთა ცნობით, ისრაელის ჯარისკაცებმა ბეით რიმაში  1 პალესტინელი ახალგაზრდის დაკავების მიზნით სპეცოპერაცია მოაწყვეს, მაგრამ, ისინი პალესტინელების წინააღმდეგობას წააწყდნენ და ამ დროს მხარეებს შორის შეტაკება წარმოიქმნა, რომლის დროსაც ჯარისკაცებმა ნამდვილი ტყვიებით დაჭრეს პალესტინელები



მსგავსი ინფორმაციები