მუსონურმა წვიმებმა ინდოეთში წყალდიდობა გამოიწვია

დაღუპულთა რიცხვი 76 კაცამდე გაიზარდა

მუსონურმა წვიმებმა ინდოეთში  წყალდიდობა გამოიწვია

მუსონური წვიმების შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას ინდოეთში ამ ბოლო დღეებში 76 კაცი ემსხვერპლა და ამათგან ყველაზე მეტი ქვეყნის ჩრდილო დასავლეთში მდებარე ასსამის და არუნაჩალ პრადეშის პროვინციეპში დაიღუპნენ. დაკარგულად არის გამოცხადებული 4 ადამიანი და მაშველი ეკიპაჟები აგრძელებენ მათ ძიებას. გავრცელებული ცნობებით, მართალია წვიმამ ცოტა იკლო, მაგრამ, ხუთამდე მდინარეში წყლის დონე ჯერ კიდევ საშიშ დონეზეა, ამიტომაც ზოგიერთ პროვინციებში ტრანსპორტის და მატარებლის მოძრაობა ჯერ კიდევ აკრძალულია. გასულ კვირას, არუნაჩალ პრადეშის პროვინციაში გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, რასაც 5 კაცი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები