მაკრონის აღიარება, ნაციზმთან დაკავშრებით

მაკრონის აღიარება, ნაციზმთან დაკავშრებით

მაკრონის აღიარება, ნაციზმთან დაკავშრებით

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, 75 წლის წინ ნაცისტებთან თანამშრომლობდა და მასიურ მკვლელობებს უწყობდა ხელს. მაკრონმა ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში მყოფი, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიღო და მათ ერთად საფრანგეთიდან დეპორტირებული და ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნილი ფრანგი ებრაელების ხსოვნის პროგრამას დაესწრნენ. მაკრონმა  პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამ საკითხში პასუხისმგებელი იმ დროინდელი, ვიშის მთავრობაა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი აღნიშნულ პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მე აქ მხოლოდ, ებრაელობის გამო პერიოდულად მოკლული ჩვენი ძმების სულების მოსახსენიებლად და  პატივის მისაგებად ვარ ჩამოსული.“


საკვანძო სიტყვები: აღიარება , ნაციზმი , მაკრონი

მსგავსი ინფორმაციები