კატების მკვლელს 16 წელი მიუსაჯეს

კატების მკვლელს 16 წელი მიუსაჯეს

კატების მკვლელს 16 წელი მიუსაჯეს

აშშ-ის, კალიფორნიის შტატში 21 კატის მკვლელ  რობერტ როი ფარმერს  თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. ადგილობრივი გაზეთის Mercury News-ის ინფორმაციით, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის შემდეგ, ასევე 10 წლის განმავლობაში კატის ყოლეაც აეკრძალა. იმავე გაზეთის ინფორმაციით, კალიფორნიის ერთ-ერთი რაიონიდან 2015 წლის სექტემბრიდან კატები იკარგებოდა, შემდეგ კი მათ დახოცილებს ნახულობდნენ. 2015  წლის 8 ოქტომბერს კი პოლიციამ საკუთარ ავტომობილში დააკავა ფარმერი,  რამდენიმე მოკლული კატით და სისხლიანი სანადირო დანით.


საკვანძო სიტყვები: სასჯელი , მკვლელი , კატა , კალიფორნია , აშშ

მსგავსი ინფორმაციები