აქტუალური თემის ანალიზი 28

ნუთუ ცივილიზაციის დასასრული მოდის?

აქტუალური თემის ანალიზი  28

აცტეკების, ინკების, მაიას და სხვა ცივილიზაციების, ანდა მეცნიერების და ტექნოლოგიის სფეროში გადადგმული ნაბიჯები დღეს კიდევ ხშირად ხდება კვლევის საგანი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნიმუშები ჩვენ, როგორც მათ შთამომავლებს, ხშირად გვაკვირვებს.   მათ მიერ საინჟინრო, სამედიცინო და მეცნიერულ სფეროში მიღწეული მწვერვალები, თანამედროვე ადამიანის აღმოჩენებს სწვდება. ასევე ცხოვრების სხვა სფეროებში მიღწეულ წარმატებები, დღევანდელ ადამიანებსაც კი არ აქვს მიღწეული. განსაკუთრებით კი მათემატიკის, გეომეტრიის და ასტრონომიის სფეროში. იმ პერიოდში მათ მიერ კოსმოსის, გალაქტიკის და პლანეტების შესახებ ჩატარებული კვლევების დადგენა   დღეისათვის  თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი ვერ ხდება. მეცნიერები მეორეს მხრივ ასევე იმასაც იკვლევენ, თუ იმ დონის ცივილიზაცია როგორ გადაშენდა. თანამედროვე მსოფლიო, დღეისათვისაც მათ ცივილიზაციას სწავლობს, მაგრამ მისი გადაშენების მიზეზის შესახებ კონკრეტულ  დეტალებს ჯერაც ვერ მიაკვლიეს. ერთი ვერსიის  მიხედვით, მათი გადაშენების მიზეზი მასიური მკვლელობები გახდა. მეორე ვერსია კი იუწყება, რომ მათი გადაშენება ცივილიზაციის გამანადგურებელი ბრძოლების შედეგი გახდა. ჩემის აზრით ეს მეორე ვერსია უფრო მისაღებია, რადგან ამის მიმანიშნებელი გარკვეული დეტალებიც არსებობს. სინამდვილეში,  კაცობრიობის უკანასკნელი 200 წლის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით თუ რატომაა მეორე ვერსია უფრო მისაღები. კაპიტალის დაგროვებამ და გავრცელებამ, პირველ და მეორე მსოფლიო ომების დროს მილიონობით ადამიანის სიკვდილს შეუწყო ხელი. სამწუხარო კი ისაა, რომ წინაპრების ასეთი ტრაგიკული წარსულის შემხედვარე დღევანდელი თაობა, ამისგან რაიმე მაგალითს არ ღებულობს. ჩვენს ირგვლივ თუ მიმოვიხედავთ, სულ ყველგან იარაღით მოვაჭრეებს დავინახავთ. ხანდახან ისეთ ქვეყნებსაც კი ვხედავთ, რომლისგანაც მსგავს საქციელს საერთოდ არ მოველით. მაშინ, როდესაც ერთი ქვეყანა ერთი საათის წინ „ადამიანობისთვის“  შემოწირულობებს იღებდა, მოულოდნელად შეიძლება ტერორიზმის მხარდამჭერი აღმოჩნდეს.  ასევე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, განურჩევლად ერისა და რწმენისა, საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა, რამდენიმე ხნის შემდეგ ეს ორგანიზაცია ეშმაკად შეიძლება გამოცხადდეს. მაგალითად ერთი მკვლელი, რომელიც ერთი, რომელიმე სუვერენული კულტურის წევრ ადამიანებს კლავს, ტერორისტად ირაცხება, მეორეს მხრივ იგივე ცივილიზაციის წევრი, სამლოცველოებიდან გამომსვლელ მოხუცებს, ბავშვებს და სხვებს კლავს, „მარტოხელა მგლად“ ირაცხება. დღეისათვის კი იგივე ძალები, ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებულ ქვეყნებს მილიონობით დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვის შემდეგ, ისინი ტერორიზმის მხარდამჭერების სიიდან გამოჰყავთ. მსოფლიოში ყველაზე წყნარი, მაგრამ ეკონომიკის თვალსაზრისით ყველაზე ძლიერ ქვეყანაში მოულოდნელად ტერორისტულმა ქმედებებმა იჩინა თავი.   ან კიდევ დომინანტი ქვეყნების მიერ დაწესებულ კანონებზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში,  ქალაქებში, კუნძულებზე ან სხვა ტერიტორიებზე, შეიძლება ტერორისტები  გაჩნდნენ. ამის ნათელ მაგალითად  ფილიპინები შეიძლება დასახელდეს. მსოფლიოს მასშტაბით, ჩრდილოეთიდან სამხრეთის ჩათვლით, დომინანტი ქვეყნების მხრიდან ყველაზე მძიმე იარაღის დაგროვება გრძელდება. ჩვენ კი თითქოს და კომპიუტერის თამაშს ვუყურებთ, ვერაფერს ვამბობთ და არაფერს ვაკეთებთ, რითაც მსოფლიო უფსკრულისკენ მივემართებით. მაშინ, როდესაც მეცნიერებმა ხელოვნური ტვინი დაამზადეს, მათ ასეთი კითხვა დაუსვეს: „რობოტებმა უნდა გააკონტროლონ ყველაფერი და ადამიანის დასასრული უნდა მოვიდესო? ეს შეუძლებელია. ვინაიდან, დღევანდელი და მომავალი ასი წლის ტექნოლოგიით, ეს შეუძლებლად მიიჩნევა. მაგრამ, თუ მსგავსი რამ მოხდება, იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა შეიძლება თავისი ხელით მოსპონ ჩვენი ცივილიზაცია და ეს ყველაფერი ზოგიერთი ქვეყნების საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე  მოხდეს. დიახ, ჩვენ დღეისათვის ინკების და  მაიას ცივილიზაციის მწვერვალს ვუახლოვდებით. გენეტიკასა და ბიოლოგიაში ოცნების საზღვარსაც გავცდით. სამწუხაროდ, ყველა ამ წარმატებას თვით ადამიანების გასანადგურებლად, მისი ზეგავლენის ქვეშ მოსაქცევად და  დასამორჩილებლად ვიყენებთ. იცით თუ არა, რომ დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით, თავდაცვისათვის გამოყოფილი ერთი წლის ბიუჯეტი შიმშილის პრობლემას მთლიანად მოაგვარებს? ხშირად ვიძახით, რომ ზემოთ ხსენებული ცივილიზაციების შთამომავლები ვართო, მაგრამ, თუ ჩვენ, ჩვენ სურვილებს ვერ დავიმორჩილებთ, შეიძლება მასიური მკვლელობის იარაღსაც დავემსგავსოთ. ბოლოს შეიძლება ვთქვათ, რომ წარსულშიც ყველა ცივილიზაციის გადაშენება, ჩვენივე სურვილების დაუმორჩილებლობით მომხდარა და ანალოგიური ხდება დღესაც, წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი. 


საკვანძო სიტყვები: აქტუალური თემის ანალიზი

მსგავსი ინფორმაციები