პორტუგალიაში ხანძრის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა

პორტუგალიაში, პედრაგოა გრანდეში წარმოქმნილი ტყის ხანძრების შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა

პორტუგალიაში ხანძრის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა

პორტუგალიაში, პედრაგოა გრანდეში წარმოქმნილი ტყის ხანძრების შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

პორტუგალიის პრემიერმინისტრმა ანტონიო კოსტამ განაცხადა, რომ ბოლო წლების ყველაზე დიდი ადამიანური ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდნენ.

პრემიერის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა შეეცდებიან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების დასრულებასა და დაღუპულთა ვინაობის უმოკლეს დროში დადგენას. 

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ჩრდილოეთში, 200 კილომეტრის დაშორებით მდებარე პედრაგოა გრანდეს ახლოს შაბათს წარმოქმნილი ხანძარი ქვეყანაში ბოლო წლების ყველზე დიდი ტრაგედიის მიზეზად იქცა.

დაღუპულებიდან მინიმუმ 30 ხანძრის დრო მანქანაში იმყოფებოდა და მათ გასვლა ვერ მოახერხეს. დაშავებულია ასევე მინიმუმ 50 ადამიანი.

ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 1600-ზე მეტი მეხანძრე, სამხედრო და სამოქალაქო დახმარების ჯგუფების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე დამატებით 500  სახანძრო მანქანა და 18 თვითმფრინავი იყო ჩართული სამუშაოებში. 5 სხვადასხვა რეგიონში ებრძოდნენ ცეცხლს.

სამოქალაქო დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ხანძარი ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ქარის ანუ „ბუნებრივი მიზეზების“ გამო წარმოიქმნა.


საკვანძო სიტყვები: ხანძარი , პორტუგალია

მსგავსი ინფორმაციები