იემენში ქოლერის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, 27 აპრილიდან დღემდე იემენში ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს გადასცდა

იემენში ქოლერის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, 27 აპრილიდან დღემდე იემენში ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს გადასცდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეპიდემია სწრაფად ვრცელდება დედაქალაქ სანაში, ასევე ამრანის, ჰუდეიდესა და ჰაჯეს პროვინციებში და ეჭვობენ, რომ ქვეყანაში ქოლერით დაახლებით 160 ათასი ადამიანია დაავადებული.  

დაავადებულთა ნახევარი კი ბავშვია.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ეპიდემიით ყოველ ერთ წუთში ერთი ბავშვი ავადდება.

საავადმყოფოებში ქოლერას გამო ადგილების პოვნა შეუძლებელია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეპიდემია განსაკუთრებით იმა ადგილებშია გავრცელებული, სადაც სუფთა წყლის დეფიციტია.

იემენში ორ წლიანი შიდა კონფლიქტის გამო დაახლოებით 3 მილიონი იძულებით გადაადგილებული სამი მილიონი ადამიანია, რომლებიც სუფთა სასმელი წყლის არ არსებობის, ნარჩენების არ გატანის გამო ყოველ დღიურად ქოლერით დაავადების რისკის ქვეშ არიან.  


საკვანძო სიტყვები: ეპიდემია , ქოლერა , იემენი

მსგავსი ინფორმაციები