ბრიუსელმა მოსკოვს ემბარგო გაუგრძელა

სანქციები 2018 წლის 23 ივნისამდის გაგრძელდება

ბრიუსელმა მოსკოვს ემბარგო გაუგრძელა

ევროკავშირმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ყირიმის ოკუპაციის გამო რუსეთისათვის დაწესებული ემბარგო კიდევ 1 წლით გააგრძელა და იგი 2018 წლის 23 ივნისს დასრულდება. გაგრძელებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეებს და ფირმებს ყირიმში საქმიანობაც შეეზღუდებათ და უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაც, ამასთან ყირიმში მოქმედ ფირმებს დაფინანსება არ მიეცემათ, ევროპული ტურისტული გემები, თუ რაიმე საგანგებო ან სასწრაფო შემთხვევა არ იქნება, სევასტოპოლში არ შევლენ, ხოლო ამის პარალელურად ყირიმიდან ევროკავშირში რაიმე პროდუქციის და საქონლის შეტანაც აიკრძალება



მსგავსი ინფორმაციები