თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 21/ 2017

საფრანგეთის არჩევნები

740175
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 21/ 2017

                                 საფრანგეთის არჩევნები

                          თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 20/ 2017   

               საფრანგეთში ამ ცოტა ხნის წინ გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ემანუელ მაკრონმა. ამ პროგრამაში ყურადღებას გავამახვილებთ საფრანგეთის არჩევნებზე და მის ზეგავლენას თურქეთ-საფრანგეთის ურთიერთობებზე.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

საფრანგეთის არჩევნებში გაიმარჯვა ახალი პოლიტიკური მოძრაობის პარტიის კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც მოპოვა ამომრჩევლების ხმების 66,1 %-ი. მისმა კონკურენტმა ლე პენმა კი, მიიღო ხმების 33, 9 %-ი. აქტივობა  მეორე ტურისთვის 4,6-ით დაბალი იყო. ნეიტრალური პოზიციის მქონე ამომრჩევლების რაოდენობა კი, შედარებით მაღალი იყო (11,5 %).

მაკრონმა, საბოლოო შედეგების მიხედვით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ხმების  43,6 %-ი მიიღო. გარდა ამისა, კიდევ არის ნეიტრალური პოზიციის მქონეების და იმ მოქალაქეებისგან შემდგარი მესამე ბლოკი, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს არჩევნებში და რომლებიც ეწინააღმდეგებიან ორივე კანდიდატს. ცნობილია, რომ, ერთი წლის წინ მაკრონი არ იყო ცნობილი პოლიტიკოსი.

ოლანდის კაბინეტში მუშაობდა ეკონომიკის მინისტრად. იგი სოციალისტურ პარტიას გამოეყო და შექმნა ახალი პოლიტიკური მოძრაობის პარტია. უმოკლეს დროში კი, არჩეულ იქნა საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად.

მაკრონის გამარჯვებას ევროპა ენთუზიაზმით შეხვდა.  ლიბერალები და სოციალ-დემოკრატები მაკრონს ევროკავშირის მხსნელად მიიჩნევენ.

ამ შედეგმა, დასავლეთიც დააშოშმინა, რადგან მაკრონი მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირს და მის მისიას. 

        მაკრონმა წამოაყენა საფრანგეთის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შესახებ ახალი იდეები. ამიტომ იყო, რომ მიიღო საზოგადოების სხვადასხვა ფენების მხარდაჭერა. მაგრამ, მას წინ აქვს ჯერ მრავალი გამოცდა, რადგან სერიოზული პრობლემებია საფრანგეთის ამჟამინდელ ეკონომიკაში. შესაძლებელია 2020 წელში საფრანგეთის ბიუჯეტის გაზრდა იმ დონემდე, რომ სახელმწიფომ ვერ შესძლოს მასთან გამკლავება. ჯერ ახლავე უპირისპირდება ეკონომიკურ პრობლემებს. თუ არ გატარდება სერიოზული ღონისძიებები, შეიძლება იგი აღმჩნდეს კეთილდღეობის დამკარგავი სახელმწიფოების რიგებში.

    საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 11 ივნისს, საფრანგეთი წავა საპარლამენტო არჩევნებზე.

პირელ  ტურში, პარლამენტში, უშუალოდ არჩეულნი იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც მოიპოვებენ სულ ცოტა ხმების 50 %-ს. თუ ვერ მიიღებენ ხმების 50 %-ს, 18 ივნისს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. შეუერთდებიან კანდიდატები, რომლებმაც პირველ ტურში მიიღეს ხმების 12,5 %-ი. რომელი კანდიდატიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას არჩეულ იქნება პარლამენტში.

        ერთ-ერთმა საზოგადოებრივი აზრის კომპანიამ სახელწოდებით:-„OpinionWay-SLPV Analytics“ მეორე ტურის არჩევნებისთვის ამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ანკეტა. რომლის შედეგების მიხედვით, მაკრონის პარტიას შეუძლია 577 საარჩევნო რეგიონის 535-იდან, 249-ასა და 286-ს შორის დეპუტატის გაყვანა. უმრავლესობის მოპოვებისთვის საჭიროა 289 სავარძლის მოპოვება. მსგავსი საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგების გათვალიწინებით, მაკრონი ეძებს ცენტრალური მემარჯვენე პოლიტიკოსების მხარდაჭერასაც.   ამ მხრივ, მაკრონის, თავის პრემიერად ცენტრალური მემარჯვენე პარტიიდან ედუარდ ფილიპეის არჩევაც შეგვიძლია წინ გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნიოთ.

 მაკრონის მიღებული შედეგი სულაც არ ნიშნავს საფრანგეთში ქსენოფობიის, ისლამოფობიის და თურქოფობიის  ნაკადის შემცირებას.

        იმიტომ, რომ ლე პენის მოპოვებული ხმების 33 %-ი ამ ნაკადის გაძლიერების მაჩვენებელია. საფრანგეთის არჩევნების შემდეგ, ევროპაში მემარჯვენე უკიდურესი რეაქციონერობა, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტივისტი გახდა.  სამწუხაროდ, ევროპაში, ევროპელმა პოლიტიკოსებმა თურქოფობიური, ისლამოფობიური პოლიტიკის გამო, თავიანთი ხელით გამოკვებეს უკიდურესი მემარჯვენეები.

 ამ პრობლემის მოკლე ვადაში გადაწყვეტის ერთა-ერთი გზა არის თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება. ევროპის კონტინენტის, ულტრა მემარჯვენეების ტყვედ აყვანისთვის შეფერხების შექმნაც მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი. 

        ჯერ-ჯერობით, ძნელია იმის დადგენა თურქეთისთვის საინტერესო როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს მაკრონი.  იმიტომ რომ ახალგაზრდა ლიდერს არ გააჩნია არც თუ ისეთი დიდი ხნის პოლიტიკური წარსული. ახალია მისი შექმნილი პარტიაც.  პირველი შთაბეჭდილებით, მაკრონი შეიძლება იყოს ის ლიდერი, რომელთანაც თურქეთს შეეძლება რიგ სფეროებში ერთად მუშაობა. ალბათ თურქეთის პრეზიდენტი და მაკრონი მაისის დასასრულს ბრუსელში, ნატოს სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს. ამ სტატიის ავტორი ჯემილ დოღაჯი გამოთქვამს იმედს, რომ მაკრონი გააგრძელებს ოლანდის თურქეთთან დაახლოების პოლიტიკას. სინამდვილეში, მაკრონმა დღემდე, თურქეთის და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ძალიან ცოტა განცხადებები გაავრცელა. მაგრამ ვიცით, რომ  ერთ განცხადებაში საჭიროდ მიიჩნია ევროკავშირმა კარი არ დაუხშოს თურქეთს.

        უკანასკნელ პერიოდში, თურქეთი გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრიის მსგავსი რიგი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ორმაგ სტანდარტებს დაუპირისპირდა და პრობლემებს წააწყდა. საფრანგეთმა კი, თურქეთთან უფრო  გაგებული პოლიტიკა გაატარა და სირიის კრიზისის მსგავს სხვადასხვა საკითხებში თითქმის საერთო თეზისები გაიყო თურქეთთან.

თურქეთის და საფრანგეთის ურთიერთ დაახლოება, ევროპასა და სირიის საკითხებში თანამშრომლობის დამყარება, სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნის სტრატეგიის თვალსაზრისით.

მაკრონის პრეზიდენტობა და ნატოს სამიტზე ერდოღან-მაკრონის შეხვედრა შეიძლება შესაძლებლობა გახდეს ამისთვის.

ეს გახლდათ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...


საკვანძო სიტყვები: #საფრანგეთი , #არჩევნები , #მაკრონი

მსგავსი ინფორმაციები