მარინე ლე პენი ამჯერად დეპუტატობაზე იყრის კენჭს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები ივნისში ჩატარდება

მარინე ლე პენი ამჯერად დეპუტატობაზე იყრის კენჭს

საფრანგეთის რადიკალური მემარჯვენე ეროვნული ფრონტის პარტიის თავჯდომარე ლე პენმა ფრანგულ ტელეარხ TF1-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებშიც წამოაყენებს თავის კანდიდატურას.

როგორც ცნობილა, ლე პენი 7 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონთან დამარცხდა, მაგრამ, იხტიბარს არ იტეხს და ახლა დეპუტატობას აპირებს.

ლე პენი გამოირჩევა ევროკავშირის საწინააღმდეგო პოზიციით და 7 მაისს მართალია დამარცხდა, მაგრამ, 10 მილიონამდე ამომრჩევლის ხმა მიიღო



მსგავსი ინფორმაციები