13 მაისი ისტორიაში

13 მაისი ისტორიაში

13 მაისი ისტორიაში

13 მაისი ისტორიაში

1277 წლის 13 მაისს სელჩუკთა იმპერიაში რომ იტყვიან თურქული ენის რევოლუცია მოხდა. ქარამანოღლუ მეჰმედ ბეიმ ქალაქ ქონიის დაპყრობის შემდეგ თურქული ენა ოფიციალურ ენად გამოაცხადა. ”დღეიდან ყველა დაწესებულებაში თურქულის გარდა სხვა ენა აღარ უნდა იქნას გამოყენებული”, ხაზგასმული იყო მეჰმედ ბეის ბრძანებაში. ბრძანების გამომცემი მეჰმედ ბეი 1280 წელს ერთ-ერთი სამხედრო შეტაკების დროს დაიღუპა. მეჰმედ ბეის პერიოდში ხალხში სალაპარაკოდ თურქულ ენას, სახელმწიფო ორგანო-დაწესებულებებში არაბულს, ხოლო სალიტერატურო ენად სპარსულს იყენებდნენ.

1920 წლის 13 მაისს ედირნეს კონგრესი დასრულდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ანტანტის ქვეყნებმა სანრემოში ჩატარებულ კონგრესზე აღმოსავლეთ თრაკიის საბერძნეთზე გადაცემის დადგენილება მიიღეს. მაგრამ ამის შემდეგ ჩატარებულ ედირნეს კონგრესზე ანკარის მთავრობამ აღმოსავლეთ თრაკიის საბერძნეთზე გადაცემაზე უარი თქვა. ასეთი დადგენილების მიღებაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე სტამბოლის მთავრობის ხელმძღვანელმა შევქეთ ბეიმ. ასეთი გადაწყვეტილების მიღებამ ანატოლიაში მებრძოლი ყველა სამხედრო დაჯგუფების გაერთიანებას შეუწყო ხელი. ამ დროს აღმოსავლეთ თრაქიაში მრავალი თურქული ორგანიზაცია და საზოგადოება მოქმედებდა, მაგრამ, ამ ტერიტორიის საბერძნეთის მხრიდან ოკუპირების შემდეგ, მათ მოქმედება შეაჩერეს. ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლის შემდეგ ეს მიწები კვლავ თურქეთს დაუბრუნდა.

1981 წლის 13 მაისს რომის პაპ იოანე ჟან პოლ მეორეზე თავდასხმა განხორციელდა. ჟან პოლ II-ზე თავდასხმა რომში, თურქეთის მოქალაქე მეჰმედ ალი აღჯას მხრიდან განხორციელდა. თავდასხმის შედეგად პაპი ხელში და მუცელში დაიჭრა. პაპმა თავდასხმის შემდეგ საკუთარი თავის გადარჩენა ღვთისმშობელს დაუკავშირა და ამის შემდეგ იგი ღვთისმშობლის კულტურის დაცვით გამოირჩეოდა. პაპი იოანე ჟან პოლ II-ე 1978 წელს სხვა ქვეყნიდან ჩამოსული პირველი პაპი გახდა. პაპის წინაშე თავდასხმის განმახორციელებელი მეჰმედ ალი აღჯა 1986 წელს იტალიის სასამართლოში იქნა გასამართლებული და მას სასჯელად მუდმივი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ პაპმა იგი შეიწყალა და განთავისუფლებულ იქნა.

1982 წლის 13 მაისს აზერბაიჯანელი კომპოზიტორი კარა კარაევი მოსკოვში გარდაიცვალა. მან აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა და ”ჩემი გულის გრძნობები” სახელწოდების ლექსზე დაწერილი კომპოზიციით გაითქვა სახელი. საერთაშორისო არენაზე წარმატების მომპოვებელი პირველი აზერბაიჯანელი კომპოზიტორი კარაევი, როგორც აზერვაიჯანული მუსიკის ასევე საბჭოთა კავშირის მუსიკის წარმომადგენელიც იყო. აზერბაიჯანის ეროვნული მუსიკალური სასწავლებლის ჩამომყალიბებელ კარაევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი, 1952 წელს დადგმული პიესა ლეილა და მეჯნუნის სიმფონიური ნაწარმოებია. კარაევის საპატივცემულიდ ყოველწლიურად აზერბაიჯანში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება.
 


საკვანძო სიტყვები: ისტორია , მაისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები